განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015001048972 (3ბ/1101-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - თ---------------–------
წარმომადგენელი - დ----------–-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ც-------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–-
მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - შ--–--------–-–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თ---------------–------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გამოიცა N-------- ბრძანება, ქალაქ თბილისში, კ------------–-------------- მიმდებარედ, 2373 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების დარეგისტრირების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება და სააგენტოს მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა იმავე დღეს - 2015 წლის 29 აპრილს, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 04.05.2015წ. N8------------03 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, კ------------–-------------- მიმდებარედ, 2373 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება.
2.2. ე---------------–-----ის წარმომადგენელმა თ---------------–-----მა 23.04.2015წ. N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, კ------------–--------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 02.05.2014წ. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 23.04.2015წ. NA-------------- საარქივო ცნობა, 01.08.2014წ. სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.10.2001წ. N2/222-01 გადაწყვეტილება და 23.04.2015 განცხადება (თ---------------–------ს ახსნა- განმარტება). სარეგისტრაციო განცხადებას დართულ თ---------------–------ს 23.04.2015წ. პირად განცხადებაში აღნიშნულია, რომ მის წინაპრებს - კ-----------------------------------ებს ე-–------------------–--ისგან 1910 წელს შეძენილი აქვს „მიწის ნაკვეთი 2576 და 1/3 კვ საჟენი“. სანოტარო ხელშეკრულება გაფორმებულია ნოტარიუს წ--------------ის მიერ, მთავარ სანოტარო წიგნში შეტანილია 1911 წელს, რეესტრის N----. 02.05.2014წ. N1-------- რწმუნებულებით თ---------------–-----ს განესაზღვრა 1944 წლის 18 მარტს გარდაცვლილი კ----------------------ის დანაშთ ქონებაზე მარწმუნებლის სახელით მემკვიდრეობის მიღებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილება. აღნიშნული რწმუნებულების მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ მარწმუნებლის სურვილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის შესაბამისად, რწმუნებულების მოქმედება არ წყდება მისი გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო.
2.3. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 23.04.2015წ. NA-------------- საარქივო ცნობის თანახმად, თბილისის სანოტარო კანტორის 1911 წლის მთავარი ნოტარიუსის სააქტო წიგნით დასტურდება, რომ ე-–---------------------–-----------–---- მიყიდა თბილისის მოქალაქეებს: დ----- და კ------------- მ-----–-- ძე მ----------- მიწის ნაკვეთი (მდებარე თბილისში, პ------–-------–-–--- უბანში, ვ-------) საერთო საკუთრებაში, მათ მიერ რწმუნებული გლეხების: ე------–-------–---–-ს, დ---------------–---–-სა და ვ----–----------–---–-ს მეშვეობით. ნასყიდობა გააფორმა ნოტარიუსმა ი-–-------------–-----------–---–მა 1910 წლის 16 თებერვალს.
2.4. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.10.2001წ. გადაწყვეტილებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დადგინდა. კერძოდ, დადგინდა, რომ: 1. განმცხადებელი ე------------ს ბებია კ----–----------- გარდაიცვალა 1--- წელს; 2. განმცხადებლის აწ გარდაცვლილ მამას კ----------------------ეს ფაქტობრივად ჰქონდა მიღებული დედის - კ----–----------ის დანაშთი ქონება - ქ. თბილისში, კ------------–-------ის N---–- მდებარე სახლთმფლობელობა და იგი მთლიანად წარმოადგენდა მის საკუთრებას; 3. განმცხადებელს, როგორც აწ გარდაცვლილი კ----------------------ის თანმყოფ მემკვიდრეს, ფაქტობრივად აქვს მიღებული მამის დანაშთი ქონება - ქ. თბილისში, კ------------–-------ის N---–- მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მის საკუთრებას; ამავე გადაწყვეტილებით თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს და საჯარო რეესტრს დაევალა შეიტანონ ცვლილებები ჩანაწერებში ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. 23.04.2015წ. N8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული 01.08.2014წ. სამკვიდრო მოწმობიდან ირკვევა, რომ კ----------------------ის გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა 15.03.1944წ. ე---------------–-----ი არის მამკვიდრებლის კ----------------------ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. სამკვიდრო ქონება არის მამკვიდრებლის ქონებრივი და არაქონებრივი (სამკვდრო აქტივები და პასივები) უფლებები.
2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 27.04.2015წ. N8------------03 გადაწყვეტილებით ე---------------–-----ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 06.05.2015წ. თ---------------–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა ინდ. მეწარმე „ე------------–---“ 30.04.2015 წლის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც 2023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მისამართად ფიქსირდება: კ------------–-------ი N--- მიმდებარედ. 07.05.2015წ. თ---------------–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით წარუდგინა საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 06.05.2015წ. N-------------05 და N-------------03 საარქივო ცნობები. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 06.05.2015წ. N-------------05 საარქივო ცნობის თანახმად, თბილისის სანოტარო კანტორის ნოტარიუსმა ი---- ე------ს ძე პ---–------–--მ 1891 წლის 16 აგვისტოს, რეესტრის N---- გააფორმა ნასყიდობა ა-–---------- და ე---------ა პ----–-------ბსა და კ----–-- ა-------ს ასულ მ--------- შორის. ცნობის თანახმად ჩანაწერი რუსულ ენაზეა. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 06.05.2015წ. N-------------03 საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს უახლოესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულ საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1922-1928 წლებისა და საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1922-1930 წლების ფონდებში დაცულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიზაცია-ნაციონალიზაცია ქმნილი სახლების მეპატრონეთა სიებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ქალაქ თბილისში, ყოფილი ლ------ (ს------ს) ქუჩის პირველი შ-------- N---–- მდებარე დ----- და კ----------------------ეების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2015წ. N8------------07 გადაწყვეტილებით ე---------------–-----ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. კერძოდ, N---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. იმავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ 2023 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება არ დასტურდებოდა. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ კ--------ს ქუჩა, I-–--------- N---–- 1310 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღრიცხული იყო ე---------ე მ-------ის საკუთრების უფლება, როგორც კანონიერ 331 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასევე 979.00 კვ.მ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით 1994 წლამდე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო განცხადებაზე დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა ე---------------–-----ი. განცხადებას არ ერთვოდა სათანადო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა იდენტიფიცირება აღნიშნულ პიროვნებებს შორის.
2.6. თ---------------–-----მა, როგორც ე---------------–-----ის რწმუნებულმა 09.06.2015წ. N1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2015წ. N8------------07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და N8----------- განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ზეპირ სხდომაზე თ---------------–------ს წარმომადგენელმა გ---------------მ გაზარდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.07.2015წ. N------ გადაწყვეტილებით თ---------------–------ს 09.06.2015წ. N1-------- ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 11.05.2015წ. N8------------07 გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 27.04.2015წ. N8------------03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა 27.04.2015წ. N8----------- სარეგისტრაციო განცხადების განხილვა. იმავე გადაწყვეტილებით N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში თ---------------–-----ს ადმინისტრაციულ საჩივარის განხილვაზე უარი ეთქვა. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.07.2015წ. N8------------08 გადაწყვეტილებით ე---------------–-----ის მოთხოვნაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და 16.07.2015წ. N8------------09 გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა აწ. გარდაცვლილი ე---------------–-----ის მემკვიდრის (მემკვიდრეების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის სათანადო წესით დამოწმებული ასლის და ასევე არასახელმწიფო ენაზე შედგენილი დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი თარგმანის წარდგენა. 06.05.2015წ. თ---------------–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ნასყიდობის) თარგმანი ქალაქ თბილისში, კ------------–--------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2015წ. N8------------11 გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა თ---------------–------ს განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. 21.08.2015წ. თ---------------–-----მა N--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2015წ. N8------------11 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.09.2015წ. N2----- გადაწყვეტილებით თ---------------–------ს 21.08.2015წ. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.8. საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 08 მაისს მომზადებული ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, ე---------ე მ-------ის (კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.10.2001წ. N2/222-01 გადაწყვეტილება) სახელზე არის აღრიცხული ქალაქ თბილისში, კ--------ს ქუჩა I შ--------, N---–- მდებარე 1310 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც 331 კვ.მ ფართობი აღრიცხულია უფლების დამდგენი დოკუმენტით, ხოლო 979 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი აღრიცხულია უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე (სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1942 წელს, სააღრიცხვო ბარათი N0----- აღრიცხულია 1991 წელს, სამკვიდრო მოწმობა, N3-------, 19.12.1958წ., ნოტარიუსი: ა--------–--ე).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს აქტი არაარა აქტად. მითითებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის- სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 29.04.2015წ. N-------- ბრძანების არარა აქტად აღიარება. თ---------------–------ არ უთითებს კონკრეტულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის რომელი პუნქტი არის დარღვეული, თუმცა ახსნა-განმარტებებში ის განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე. მას არ ჰქონდა არანაირი უფლების დამდგენი დოკუმენტი და გაუგებარია რის საფუძველზე გამოსცა სადავო ბრძანება. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. იმავე დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს უფროსის უფლება-მოვალეობების, რომლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სააგენტოს უფროსი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა: ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა; ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა; ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის 24.10.2007წ. N233 დადგენილებით დამტკიცებული ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი“ არეგულირებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრასა და გამიჯვნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული წესის მე-61 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია უფლებადაურეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, რისთვისაც გამოსცემს ბრძანებებს. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა უფლება გამოეცა 29.04.2015წ. N-------- ბრძანება. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. ე) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება. ვ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაცია და მათ შესახებ მონაცემების აღრიცხვა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. ამდენად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განხორციელების ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქვს, რომელიც რეგისტრაციებს ახორციელებს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1--–- პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, კ------------–-------------- მიმდებარედ 2373 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გამოცემული N-------- ბრძანების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება არ იყო დარეგისტრირებული კერძო საკუთრებაში და საჯარო რეესტრის მონაცემებით არც რაიმე უფლება იყო აღრიცხული. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა განეხორციელებინა სადავო ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან მანამდე მას ჰქონდა მოთხოვნილი აღნიშნულ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ თ---------------–------ს მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იყო ქალაქ თბილისში, კ------------–-------ი N---–- მდებარე უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქალაქ თბილისში, კ------------–-------ი N----ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით და მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განცხადება მასზედ, რომ სარეგისტრაციო განცხადებებით მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე ფიქსირდებოდა სხვადასხვა მისამართები. აპელანტის მითითებით, მის განცხადებაში მითითებულია კ--------ს ქ---------–- შ-------- 11, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების სააგენტოს განცხადებაში, კ--------ს ქ---------–- შ-------- 1--. როგორც ასეთ შემთხვევაში, როდესაც დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებას არა აქვს დადგენილი მისამართი (არც შეიძლება ჰქონდეს), სავარაუდო ორიენტირად მიუთითებენ მომიჯნავე მისამართებს. ამდენად, კ--------ს ქ. 1--–- შ-------- 11 ისევე მომიჯნავე იყო, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთისა, როგორც 1--, ასევე ვ-----------, ასევე ტ-----------------, ასევე ,,ლ------------, ასევე თ---–-----–---–თან მისასვლელი გზა. ასეთი შემთხვევაში ასეთი მისამართი ერთი და იგივეა. განცხადებაში მითითებულია „მომიჯნავე“. განსაზღვრება „მომიჯნავე“ ამ შემთხვევაში საერთოა როგორც 11-თვის, ასევე 1---სთვის და დანარჩენი > მითუმეტეს, რომ ფართი საკმაოდ დიდია, 2500 საჟენი, ეს მოცულობა 2-ჯერ და მეტად აღემატება 2023 კვ.მ. მიწის ფართს. არის დაახლოებით 5500 კვ.მ. ამდენად, სასამართლოს მოპასუხის განცხადება სრულყოფილად უნდა გაეანალიზებინა, შეესწავლა საკადასტრო რუკა, სადაც კარგად სჩანს სადაო მიწის ფართის კონტურები, მომიჯნავე მიწის ნაკვეთები. მოეხდინა შეჯერება > (რაც ასევე უნდა გაეკეთებინა საჯარო რეესტრის სააგენტოს) და არ უნდა მიეჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რაც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად მოპასუხე საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მისამართზე კ--------ს ქ---------–- შ-------- 11, ე. მ-------ის სახელზე აღრიცხული 1310 კვ. მ. მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს 2015 წლის 23 აპრილის 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთს, სადაც აშენებულია მრავალბინიანი კორპუსი და იგი გასხვისებულია მესამე პირზე, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი 2023 კვ. მ. მიწის ნაკვეთი მისი მომიჯნავეა. ამ განცხადებით საჯარო რეესტრის წარმომადგენელი აღიარებს, რომ თ------–------ს მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი ეხება იგივე ფართს, რომელიც დაურეგისტრირდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. ამდენად, სასამართლოს მოცემული განმარტება უნდა მიეჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რაც თავშივე გამორიცხავდა სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლოდ მიჩნეულ გარემოებას, რომ მომიჯნავე ნაკვეთი კ--------ს ქუჩა პ------–-–-------ში 11 და 1--- მომიჯნავედ, ერთი და იგივე ნაკვეთის მოსაზღვრეა და ერთ და იგივე ნაკვეთზეა განაცხადი გაკეთებული. ,,მომიჯნავე’’ არ ნიშნავს მყარ, ერთ მხრივ მოცემულობას. მიწის ნაკვეთი ასევე შესაძლოა იმავდროულად იყოს რამოდენიმე ნაკვეთის მომიჯნავე. თავიდანვე და არც შემდგომ, საჯარო რეესტრს არ გაუხდია მსჯელობის საგნად სადავო ნაკვეთის მდებარეობა (მიჯნა).
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ საჯარო რეესტრის 1----- გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა აპელანტის 27.04.2015 წლის სარეგისტრაციო განცხადების განხილვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არსად არ არის მითითებული სამართლებრივ საფუძვლად > არსებობა. ასევე არც 8------------07 აქტიში, რითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, არ არის აღნიშნული უარის საფუძვლად >. მტკიცებულებად უთითებს გადაწყვეტილება 1------ს.
3.4. აპელანტი მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 29.04.2015 წლის 0------- ბრძანება არის არარა აქტი. იგი თავისი არსით აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტია, რითაც პირს ენიჭება უფლება განახორციელოს ესა თუ ის მოქმედება. მითითებული აქტი ვერ განსაზღვრავს საკუთრების უფლების საფუძველს. საკუთრება წარმოიშოვება ქონების შეძენით, ჩუქებით, მემეკვიდრეობით, მიტოვებით, ამ კონკრეტულ პირისაგან - ქონების სააგენტოსგან ინვენტარიზაციის გზით და სხვა. მოცემული ქმედებანი წარმოადგენენ საკუთრების სამართლებრივად დაუფლების საფუძველს, ანუ საკუთრების ფლობის უფლება არის საფუძველი, რითაც პირი იძენს საკუთრებას ნივთზე. ხოლო 22.12.2014 წლის 19-73 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ფუნქციას უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უძრუნველყოფის თაობაზე. ასევე, იგივე წესდების მე-5 მუხლი სააგენტოს უფროსს უწესებს უფლება-მოვალეობად ადმინისტრაციული აქტების გამოცემას. ასეთი ინვენტარიზაცია ვერ ჩატარდება უძრავ ქონებაზე, რომელსაც ჰყავს მართლზომიერი მფლობელი. სააგენტო რომ გამხდარიყო უძრავი ფართის კანონიერი მფლობელი, მას უნდა კანონიერი საფუძველი ჰქონოდა (და არა რეგისტრაციის უფლება. ეს არის ,,საპროცესო’’ უფლება), რათა გამხდარიყო ნივთის მესაკუთრე ანუ სამართლებრივი გზით გამოეთხოვა უძრავი ნივთი ე.გველესიანის მფლობელობიდან და მის საფუძველზე გამხდარიყო მისი მესაკუთრე. ასეთი მას არ განუხორციელებია. რაც შეეხება სააგენტოს უფროსის მოვალეობას, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტები, ეს მისი ადმინისტრაციული აქტის შექმნის უფლებაა, რომელიც ვერა და ვერ იქნება საკუთრებაზე უფლების დამდგენი საფუძველი. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია საკუთრების უფლება, რაც განსაზღვრულ უფლებას-საფუძველს ეყრდნობა და საკუთრების საგანი, რაც საკუთრების ფლობის შემდგომი ,,სამართლებრივი პროდუქტია’’, რაც ასევე განსაზღვრული უფლებამოსილებით ხორციელდება. ამდენად, საქალაქო სასამართლოს სამართლებრივად, სამართლის ბუნების ცნებების დეფინიციით უნდა ემსჯელა 0------ აქტის არსის თაობაზე და გაემიჯნა საგნის ფლობის უფლება, საკუთრების საგნისაგან, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, გადაწყვეტილების ამ ნაწილში სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არასრულია.
3.5. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს ავალდებულებს წარმოებული საქმის სრულყოფილ შესწავლას, გამოკვლევას და მხოლოდ მის საფუძველზე შესაბამისი აქტის გამოცემას. საჯარო რეესტრში მოსარჩელის მიერ წარდგენილი 23.04.2015 წლის სარეგისტრაციო დოკუმენტი ცალსახად განსაზღვრავდა, რომ დარეგისტრირებულიყო ე.გველესიანზე სამკვიდრო ქონება, მდებარე კ--------ს 1--–- შ-------- 11. იგივე ფართზე 29.04.2015 წელს სარეგისტრაციო მოთხოვნა წარადგინა თბილისის მუნიციპალიტეტმა. საჯარო რეესტრმა თავის 8------------07 აქტით უარი უთხრა აპელანტს სარეგისტრაციო წარმოებაზე, იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ფართზე 2023 კვ.მ. უკვე რეგისტრირებულია სხვა უფლება - მესაკუთრე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი. მისი სარეგისტრაციო მოთხოვნა საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა აპელანტის სარეგისტრაციო მოთხოვნიდან ხუთი დღის შემდგომ. ასევე მიუთითა რომ ფართზე 2023 კვ.მ. არ არის წარდგენილი საკუთრების დოკუმენტი. აპელანტის ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ, საჯარო რეესტრმა თავისი 1----- გადაწყვეტილებით გააუქმა 8------------07 გადაწყვეტილება და განაახლა ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სამკვიდრო მოწმობა, კანონის დაცვით შედგენილი აზომვითი ნახაზი. ამდენად, წარმოდგენილ აქტებში არ არის მითითებული ან აღნიშნული სადაო ფართის ადგილმდებარეობასთან (მისამართთან) რაიმე გაურკვევლობა. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში 1----- აქტს საერთოდ უგულველყოფს და გადაწყვეტილება გამოაქვს აბსურდული საფუძვლით, რომ აპელანტის მიერ მითითებული სადაო ფართის ადგილ-მდებარეობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: კ--------ს 1--–- შ-------- 11, ხოლო მუნიციპალიტეტის - კ--------ს 1--–- შ-------- 1--. აპელანტისათვის. გაუგებარია სასამართლოს მხრიდან რატომ მიენიჭა უპირატესობა ორიენტირს 1---ს. აპელანტის განარტებით, საქმის წარმოება დაიწყო 2023 კვ.მ. დაურეგისტრირებელ მიწის ფართზე. ასეთი (და საერთოდ) დაურეგისტრირებელი მიწის ფართი მოცემულ სექტორში არ არსებობს. ეს არის ერთადერთი დარჩენილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოსარჩელის ოჯახი საუკუნეზე მეტია ფლობდა, ჰქონდა საკუთრებაში და განკარგავდა. საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომ არ მომხდარა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა კომუნისტური რეჟიმის დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს ყველა გარემოება და მხოლოდ ასეთი ქმედების შემდეგ გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. აპელანტის მხრიდან წარდგენილი სარეგისტრაციო მოთხოვნა, შესაბამის ფართის - 2023 კვ.მ. დაურეგისტრირებელი, მხოლოდ მითითებულ კვარტალში იყო შესაძლებელი, რადგან ყველა მომიჯნავე მიწის ნაკვეთს აქვს მინიჭებული საკადასტრო კოდი, ანუ ყველა ეს ფართები რეგისტრირებულია. ამდენად ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია სრულყოფილი გამოკვლევა, რაც საფუძველი გახდებოდა სხვა აქტის გამოცემისა. ასეთი სამართლებრივი შეფასება სასამართლოს არ გაუკეთებია. მან მხოლოდ მწირი > გააკეთა თავის დასკვნაში, სადაც სამართლებრივად თითქოს გამიჯნა ერთმანეთისგან კ--------ს 1--–- შ-------- 11 და 1--. აპელანტისათვის გაუგებარია, რატომ მიანიჭა სასამართლომ 1---ს უპირატესობა, როდესაც სადაო დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს მყარი, ,,ზუსტი’’ მისამართი არა აქვს. როგორც აღნიშნულია, სადავო მიწის ნაკვეთი არის 2023 კვ.მ მიწის ფართი, რაც საკმაოდ დიდი სივრცეა. ასეთ მოცულობის მიწის ნაკვეთს ასევე ემიჯნება სხვა ტერიტორიები: ვ-----------, ტ-----------------, ,,ლ------------’’, გზა ,,თ---–-----–--–----ე’’. სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია და დაედგინა, იძლევა თუ არა სხვა ,,ორიენტირები’’ სადავო მიწის ფართის განსაზღვრის შესაძლებლობას. მას ეს არ გაუკეთებია. ფართი საკმაოდ დიდია და შესაბამისად ,,მომიჯნეობა’’ დიდი ალბათობით გაზრდილია. ასევე გაუგებარია, რატომ გამოიყენა სასამართლომ მთავარ კრიტერიუმად სადავო ნაკვეთის ,,მისამართის იდენტიფიცირება’’ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად, როდესაც თვითონ საჯარო რეესტრი თავის 1----- გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს ამ საკითხზე. პირიქით, იგი აახლებს სარეგისტრაციო წარმოებას. სასამართლო, როგორც საჯარო რეესტრი, ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია ფაქტები და გარემოებები და შემდგომ ამის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მხოლოდ ასეთი უსაფუძვლო, როგორც სამართლებრივად, ისე ფაქტიური რეალობიდან შორს მყოფი ვითომ ,,გარემოება’’ დაუდო საფუძვლად თავის გადაწყვეტილებას. სადავო მიწის ნაკვეთი არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად მას არ ჰქონდა მყარი, ერთადერთი საიდენთიფიკაციო მახასიათებლები. ამდენად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მის მომიჯნავედ მყოფი ნებისმიერი უძრავი ნივთი შესაძლებლობას იძლეოდა როგორც ორიენტირი, განესაზღვრად მისი სავარაუდო-დაუზუსტებელი ადგილ-მდებარეობად. ასეთ შემთხვევაში საჯარო რეესტრი ვალდებული იყო კანონისმიერი ნორმებით შეეჩერებინა ადინისტრაციული საქმის წარმოება და სადაო საგნის განსაზღვრის-დაზუსტების შემდგომ, კანონის შესაბამისად განეახლებინა იგი. სწორედ ასეთი ქმედების შედეგად-შემდგომ, საჯარო რეესტრი კანონის თანახმად, ვალდებული იყო უპირატესი სარეგისტრაციო უფლებით დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა. აპელანტის მითითებით, სასამართლოს სწორი (სრული) იურიდიული შეფასება უნდა გაეკეთებინა მოცემულ საქმეზე, რადგან სამართლებრივად: 1. საჯარო რეესტრს უნდა გამოეკვლია სადაო ქონების ადგილ-მდებარეობა. 2. საჯარო რეესტრს თავის 1----- გადაწყვეტილებაში სადაოდ არ გაუხდია უძრავი ქონების იდენტიფიცირების საკითხი. სასამართლო ვერ/არ ასაბუთებს, თუ რატომ დაეყრდნო მხოლოდ სადაო ქონების იდენტიფიცირების გარემოებას თავის გადაწყვეტილებაში (ისიც მხოლოდ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მახასიათებელზე დაყრდნობით, ვინ დაადგინა, რომ სარეგისტრაციო ქონება მდებარეობს მხოლოდ კ--------ს 1--–- შ-------- 1---ში მიმდებარედ, და არა სხვა უძრავი ქონების მიმდებარედ). მოცემული გარემოების დადგენა მარტივი იყო ერთ სასამართლო სხდომაზე, მას ეს არ გაუკეთებია. 3. სასამართლომ საერთოდ უგულველყო მისი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი: გაებათილებინა ადმინისტრაციული აქტი 8-----------, როგორც უკანონო, სარეგისტრაციო მოთხოვნის უფრო ადრე წარმდგენის სასარგებლოდ (საფუძვლით). ამდენად სასამართლო სდუმს რა ასეთ მოცემულობაზე, იგი უარს ამბობს მის წარმოების ფარგლებში სრულად გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები, განწესები. შესაბამისად, იგი ვერ ასაბუთებს მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებს. ხოლო გადაწყვეტილების საფუძვლის ერთადერთი გარემოება (ზუსტი მისამართი) იმდენად პრიმიტიულად უსუსურია, რომ იურიდიულ საკმარის დასაბუთებაზე მსჯელობაც ზედმეტია.
3.6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ვერ მიჯნავს არსობრივად საკუთრების უფლებას და საკუთრების საგანს. ეს სრულიად სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობების საგანია. საკუთრების უფლება წარმოიშობა განსაზღვრული საფუძვლებით. ხოლო, ნივთის აღრიცხვა მესაკუთრის მფლობელობის ქვეშ, ნიშნავს საკუთრების საგნის რეგისტრაციას. ამ რეგისტრაციაზე სათანადო პირისთვის უფლებამოსილების მინიჭებას სწორედ 0------- აქტი განსაზღვრავს. მოცემული აქტი ვერა და ვერ იქნება საკუთრების უფლების დამდგენი აქტი. აქტი 0------- თავის არსით არის პირისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების მიმნიჭებელი აქტი, ანუ აღმჭურველი აქტი. სასამართლო არასწორად განმარტავს კანონს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60.1 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აქტი ბათილია, თუ მისი მომზადება და გამოცემა ეწინააღმდეგება კანონს. ზაკ-ის მე-60.1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება აქტის გამოცემა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არ არსებობის შემთხვევაში სხვა სამართლებრივი შედეგი დადგებოდა. ზაკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო ზაკ-ის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის მნიშნველობის მქონდე გარემოებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრს თავის 8------------07 აქტში არ აქვს მითითებული, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო თ------–------ს მიერ ,,სხვა მისამართის’’ მითითება. ასეთი საფუძველი ადმინისტრაციულ აქტს არ შეიძლება ჰქონოდა, რადგან რეგისტრატორისთვის - აქტის შემქმნელისთვის, თავიდანვე ნათელი იყო, თუ რომელ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე იყო განაცხადი გაკეთებული; ეს იყო ფართი საკმაოდ დიდი მოცულობით, რომელიც თავის ასეთი მახასიათებლით - 2023 კვ.მ. იყო ერთადერთი, როგორც დაურეგისტრირებელი და იგი როგორც პირველადი რეგისტრაციის საგანი არსებობდა, როგორც ასეთი. შემდეგი გარემოება, რომელიც თავისთავად უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, არის 8------------07 აქტის შინაარსი, სადაც ვკითხულობთ: ...სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული 2023 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არ არის წარმოდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი... მოცემული წინადადება ნიშნავს, რომ რეგისტრატორი ადასტურებს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტობას და იგივეობას. ეს ნიშნავს, რომ ,,სხვა მისამართის’’ საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ სარეგისტრაციო წარმოებაში არ ყოფილა. სასამართლო ვალდებული იყო გაეანალიზებინა საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განცხადება, რომ კ--------ს ქ---------–- შ-------- 11, ე------–-----ის (მ-------ის) სახელზე აღრიცხული 1310 კვ.მ. მიწის ფართზე აშენებულია მრავალბინიანი კორპუსი და აღნიშნული ტერიტორია უკვე გასხვისებულია მესამე პირზე, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი 2023 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი მომიჯნავეა. ეს განცხადება ცალსახად მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო პირველადი რეგისტრაციით 2023 კვ.მ. მიწის ფართი და ეს ფართი მომიჯნავეა კ--------ს ქ---------–- შ-------- 11 (მდებარეობს) და ასევე სხვა ანალოგიური მახასიათებლების მიწის ფართი მოცემულ ტერიტორიაზე არ არსებობს.
3.7. აპელანტის მითითებით, სასამართლოს არ უხელმძღვანელია საჯარო რეესტრის სააგენტოს 10.07.2015 წლის 1----- გადაწყვეტილებით. იგი საერთოდ იგნორირებას უკეთებს მითითებული აქტის სამართლებრივ მხარეს. მოცემულ აქტში არცერთ სამართლებრივ საფუძვლად, ,,სხვა მისამართი’’ არ არის მითითებული, რომელზე დაყრდნობითაც შექმნილია აღნიშნული გადაწყვეტილება. ასეთი აქტი სასამართლოს უნდა ჩაეთვალა ,,დადგენილ გარემოებად’’. ამდენად, მოცემულ დავაში მითითებული ეპიზოდი სრულად გამორიცხავს მიწის ნაკვეთის მდებარეობის ,,სხვა’’ ადგილზე მდებარეობას. სასამართლო ფაქტობრივ გარემოების თავში 4.3 პუნქტის (გვ.7) გარემოების, როგორც მტკიცებულების გაზიარებისას აბსურდამდე მიდის, ვკითხულობთ: ე------–-----ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება...როგორც ცნობილია განაცხადი საჯარო რეესტრში შევიდა 2015 წლის 23 აპრილს, ქონების სააგენტო სარეგისტრაციო განაცხადი საჯარო რეესტრში წარადგინა 2015 წლის 29 აპრილს. ამდენად, აპელანტისათვის გაუგებარია განმარტება, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება. ამდენად, თუ მან დროში ადრე წარადგინა სარეგისტრაციო მოთხოვნა, მის შემდგომ წარდგენილი სარეგისტრაციო მოთხოვნა როგორ აღმოჩნდა რეგისტრირებული იგივე ნივთზე. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ აქტის გამომცემ ორგანოს უნდა გაეკეთებინა განმარტება, რომ ე------–-----ის სარეგისტრაციო მოთხოვნა ეხებოდა სხვა მიწის ფართს, ასეთ განმარტებას საჯარო რეესტრი ვერ/არ გააკეთებდა, რადგან იცოდა, რომ კონკრეტულ-განსაზღვრულ ფართზე იყო მოთხოვნა წაყენებული. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეს განცხადება სამართლებრივად აბსურდულია და იგი გაიზიარა სასამართლომაც.
3.8. აპელანტის მითითებით, საჯარო რეესტრის 1----- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და აპელანტს დაევალა წარმოგედგინა შემდეგი დოკუმენტები: 1. ნასყიდობის თარგმანი; 2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი; 3. მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (გად. გვ.8; პარ.4.5). მოცემულ ეპიზოდში საჯარო რეესტრი სადაოდ არ ხდის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, მის ,,სხვა’’ სივრცეში არსებობას. ასეთ ინფორმაციაზე (ნაკვეთის მდებარეობაზე) წვდომა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჯარო რეესტრს მაქსიმალურად შეუძლია და ვალდებულიც არის როგორც ადმინისტრაციული ორგანო ასეთი საქმიანობა გასწიოს. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო სამართლებრივ შეფასებაში არასწორედ მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა განეხორციელებინა სადავო ქონებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაცია, ვინაიდან მანამდე მას ჰქონდა განაცხადი აღნიშნულ ქონების რეგისტრაციაზე. რადგან დაადგინა, რომ თ.გველესიანის განცხადებებით მოთხოვნილ იყო ქ.თბილისში, კ--------ს პ------–-–-------ი 11-ში მდებარე უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ.თბილისში, კ--------ს პირველი შ-------- 1----ს მიმდებარედ არსებულ მიწაზე. სასამართლოს ასეთი მსჯელობა აბსურდულია, იგი სცილდება როგორც სამართლის ფარგლებს, ასევე საღი აზროვნების ფარგლებს. ამდენად პირობითი მიწის ნაკვეთი შესაძლოა ემიჯნებოდეს სამივე მხრივ სხვა მიწის ნაკვეთებს. ამდენად, თუ რომელი საორიენტაციო მხრიდან იქნება წარდგენილი ინტერესის ქვეშ მყოფი მიწის ნაკვეთი, ეს განაცხადის წარმდგენის უფლებაა, მით უმეტეს, რომ კონკრეტული კოდი ან სხვა საინდეფნთიფიკაციო ორიენტირი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს არა აქვს (ხდებოდა უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაცია). ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, მას სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა სადაო მიწის ნაკვეთის მითითება ისე, როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული. მიწის ნაკვეთი 2023 კვ.მ. (როგორც საკადასტრო ნახაზზე დგინდება) ემიჯნება როგორც კ--------ს ქუჩას, ასევე ვ-----------ს, კ--------ს, მტკვრის მხრიდან გზას. ამდენად, სადაო მიწის ადგილმდებარეობის დადგენა-განსაზღვრა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა საჯარო რეესტრის მხრიდან: 1. სადაო ტერიტორია ემიჯნება (მიმდებარე) კ--------ს ქ. პ------–-–-------ს 11-ს. 2. პირველადი რეგისტრაცია მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო, რადგან ასეთი კონკრეტული დაურეგისტრირებელი ფართი მხოლოდ მოცემულ მითითებულ სექტორში არსებობდა (ეს უცდომელად იციან(იცოდნენ) საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში, რადგან აბსოლიტური წვდომა ინფორმაციაზე მათი პრეროგატივაა, ასევე ვალდებულება). 3. საჯარო რეესტრს ადმინისტრაციული წარმოების არც ერთ ეტაპზე სადაოდ არ გაუხდია აპელანტისგან წარდგენილი სარეგისტრაციო მიწის ფართის ადგილ-მდებარეობა. თავის 1----- გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრი არც ერთ სამართლებრივ საფუძვლად არ მიუთითებს სხვადასხვა მიწის ფართს. სასამართლო არამართებულად მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრმა 1----- გადაწყვეტილებით მოითხოვა კორექტირებული აზომვითი ნახაზი. მათი მოთხოვნა იყო სათანადო დამტკიცებული ფორმით შესრულებული აზომვითი ნახაზი, რაც სრულიად სხვა მოთხოვნას (სხვა არსის დოკუმენტს) წარმოადგენს. ასევე აპელანტისათვის გაუგებარია, თუ რატომ იყენებს სასამართლო სხვა ადმინისტრაციული დავის სასამართლო მასალებს მოცემულ საქმეზე. პიდაპირი შეხება მოცემულ დავასთან დასკვნაში გამოყენებულ სხვა სასამართლო მასალებს კავშირი არ აქვს. გასაჩივრებულ დასკვნაში იგი თითქმის სრულადაა გადმოწერილი. 4. ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს (რაც დადგენილია კანონმდებლობით) საქმის წარმოებისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევას და შემდგომ გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელის მითითებით, სადაო ფართი მდებარეობს კ--------ს პირველი შ-------- 11-ში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია კ--------ს პირველი შ-------- 1---ს მიმდებარედ. ეს სარეგისტრაციო ნაკვეთის მიჯნის სხვადასხვა არეს მოიცავს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საქმეზე დაედგინა და გამოეკვლია ყველა გარემოება - დაედგინა-განესაზღვრა სარეგისტრაციო ფართის მდებარეობა მომიჯნავე ნაკვეთებთან დაკავშირებით, თუნდაც იმ ვითარების გამო, რომ ყველა მომიჯნავე ნაკვეთს, როგორც რეგისტრირებულს, მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი, ხოლო შემდგომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. თუ საჯარო რეესტრი ვერ გაერკვეოდა გარემოებებში, რომელიც მოსარჩელის სარეგისტრაციო წარმოების დროს დადგა ან/და თბილისი მერიის ქონების სააგენტოს მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო მოთხოვნას უნდა დაეყენებინა საჯარო რეესტრისათვის დღის წერიგში, მოცემულ საქმის წარმოებაში გარემოებების დადგენა-გამოკვლევა, რადგან აშკარად შეინიშნება სარეგისტრაციო მოთხოვნის შეუთავსებლობა. ფაქტიურად, დაურეგისტრირებელი ფართი 2023 კვ.მ. იგივე კვარტალში ერთადერთი იყო (სხვა დაურეგისტრირებელი ფართი არ არსებობდა). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურს უნდა შეეჩერებინა ასევე ქონების მართვის სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოება და მხოლოდ საქმის ირგვლივ არსებითი გარემოებების დადგენა-გამოკვლევის შემდგომ გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნა. კანონი პირდაპირ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებანი. ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ასეთი ქმედება არ განუხორციელებია, თუმცა არსებობდა საეჭვოობის დიდი ალბათობა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევის უპირველესი საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამდენად სახეზეა კანონის დარღვევა, რომლიც ადმინისტრაციული აქტის მომზადების სამართლებრივ მოთხოვნას უგულველყოფს. ადმინისტრაციულ ორგანოს რომ განეხორციელებინა ასეთი ქმედება, შესაბამისი გამოკვლევის შედეგად დადგინდებოდა, რომ მოცემულ უძრავ ქონებაზე წარდგენილი იყო რამოდენიმე მოთხოვნა, მაშინ სხვა სამართლებრივი შედეგი დადგებოდა. სასამართლო მხოლოდ ასეთ გარემოებებს უნდა დაყრდნობოდა და რაც უზრუნველყოფილია კანონმდებლობით, შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივად იქნებოდა სრული და ამომწურავი.
3.9. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ იმსჯელა ისეთ გარემოებაზე, რაც არ ყოფილა მოპასუხის მხრიდან შესაგებლის მთავარი საფუძველი. სასამართლომ საერთოდ უგულველყოფა სასარჩელო განცხადების მოთხოვნა, რითაც აპელანტი ითხოვდა მისი უფლების დაკმაყოფილებას, როგორც სარეგისტრაციო მოთხოვნის უფრო ადრე წარმდგენისას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას დაუდო საფუძვლად ისეთი არგუმენტი - ,,სხვა მისამართი’’, რომელიც თავისი არსიდან გამომდინარე მოცემულ სამართლებრივ-ადმინისტრაციულ დავაში არ არსებობდა. სასამართლო თავს არიდებს სამართლიანობის პრინციპს: 1. თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს არ არსებულ (სხვა მისამართი) გარემოებაზე; 2. უგულველყოფს სამართლებრივ ნორმას, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის შემდგომ გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომლითაც აპელანტის სარეგისტრაციო მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოს დროში უფრო ადრე წარმდგენისა დაეკმაყოფილებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გამოიცა N-------- ბრძანება, ქალაქ თბილისში, კ------------–-------------- მიმდებარედ, 2373 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების დარეგისტრირების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება და სააგენტოს მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა იმავე დღეს - 2015 წლის 29 აპრილს, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 04.05.2015წ. N8------------03 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, კ------------–-------------- მიმდებარედ, 2373 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება.
4.3. ე---------------–-----ის წარმომადგენელმა თ---------------–-----მა 23.04.2015წ. N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, კ------------–--------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 02.05.2014წ. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 23.04.2015წ. NA-------------- საარქივო ცნობა, 01.08.2014წ. სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.10.2001წ. N2/222-01 გადაწყვეტილება და 23.04.2015 განცხადება (თ---------------–------ს ახსნა- განმარტება). სარეგისტრაციო განცხადებას დართულ თ---------------–------ს 23.04.2015წ. პირად განცხადებაში აღნიშნულია, რომ მის წინაპრებს - კ-----------------------------------ებს ე-–------------------–--ისგან 1910 წელს შეძენილი აქვს „მიწის ნაკვეთი 2576 და 1/3 კვ საჟენი“. სანოტარო ხელშეკრულება გაფორმებულია ნოტარიუს წ--------------ის მიერ, მთავარ სანოტარო წიგნში შეტანილია 1911 წელს, რეესტრის N----. 02.05.2014წ. N1-------- რწმუნებულებით თ---------------–-----ს განესაზღვრა 1944 წლის 18 მარტს გარდაცვლილი კ----------------------ის დანაშთ ქონებაზე მარწმუნებლის სახელით მემკვიდრეობის მიღებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილება. აღნიშნული რწმუნებულების მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ მარწმუნებლის სურვილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის შესაბამისად, რწმუნებულების მოქმედება არ წყდება მისი გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო.
4.4. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 23.04.2015წ. NA-------------- საარქივო ცნობის თანახმად, თბილისის სანოტარო კანტორის 1911 წლის მთავარი ნოტარიუსის სააქტო წიგნით დასტურდება, რომ ე-–---------------------–-----------–---- მიყიდა თბილისის მოქალაქეებს: დ----- და კ------------- მ-----–-- ძე მ----------- მიწის ნაკვეთი (მდებარე თბილისში, პ------–-------–-–--- უბანში, ვ-------) საერთო საკუთრებაში, მათ მიერ რწმუნებული გლეხების: ე------–-------–---–-ს, დ---------------–---–-სა და ვ----–----------–---–-ს მეშვეობით. ნასყიდობა გააფორმა ნოტარიუსმა ი-–-------------–-----------–---–მა 1910 წლის 16 თებერვალს.
4.5. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.10.2001წ. გადაწყვეტილებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დადგინდა. კერძოდ, დადგინდა, რომ: 1. განმცხადებელი ე------------ს ბებია კ----–----------- გარდაიცვალა 1--- წელს; 2. განმცხადებლის აწ გარდაცვლილ მამას კ----------------------ეს ფაქტობრივად ჰქონდა მიღებული დედის - კ----–----------ის დანაშთი ქონება - ქ. თბილისში, კ------------–-------ის N---–- მდებარე სახლთმფლობელობა და იგი მთლიანად წარმოადგენდა მის საკუთრებას; 3. განმცხადებელს, როგორც აწ გარდაცვლილი კ----------------------ის თანმყოფ მემკვიდრეს, ფაქტობრივად აქვს მიღებული მამის დანაშთი ქონება - ქ. თბილისში, კ------------–-------ის N---–- მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მის საკუთრებას; ამავე გადაწყვეტილებით თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს და საჯარო რეესტრს დაევალა შეიტანონ ცვლილებები ჩანაწერებში ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. 23.04.2015წ. N8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული 01.08.2014წ. სამკვიდრო მოწმობიდან ირკვევა, რომ კ----------------------ის გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა 15.03.1944წ. ე---------------–-----ი არის მამკვიდრებლის კ----------------------ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. სამკვიდრო ქონება არის მამკვიდრებლის ქონებრივი და არაქონებრივი (სამკვდრო აქტივები და პასივები) უფლებები.
4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 27.04.2015წ. N8------------03 გადაწყვეტილებით ე---------------–-----ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 06.05.2015წ. თ---------------–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა ინდ. მეწარმე „ე------------–---“ 30.04.2015 წლის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც 2023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მისამართად ფიქსირდება: კ------------–-------ი N--- მიმდებარედ. 07.05.2015წ. თ---------------–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით წარუდგინა საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 06.05.2015წ. N-------------05 და N-------------03 საარქივო ცნობები. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 06.05.2015წ. N-------------05 საარქივო ცნობის თანახმად, თბილისის სანოტარო კანტორის ნოტარიუსმა ი---- ე------ს ძე პ---–------–--მ 1891 წლის 16 აგვისტოს, რეესტრის N---- გააფორმა ნასყიდობა ა-–---------- და ე---------ა პ----–-------ბსა და კ----–-- ა-------ს ასულ მ--------- შორის. ცნობის თანახმად ჩანაწერი რუსულ ენაზეა. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის 06.05.2015წ. N-------------03 საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს უახლოესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულ საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1922-1928 წლებისა და საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1922-1930 წლების ფონდებში დაცულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიზაცია-ნაციონალიზაცია ქმნილი სახლების მეპატრონეთა სიებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ქალაქ თბილისში, ყოფილი ლ------ (ს------ს) ქუჩის პირველი შ-------- N---–- მდებარე დ----- და კ----------------------ეების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2015წ. N8------------07 გადაწყვეტილებით ე---------------–-----ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. კერძოდ, N---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. იმავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ 2023 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება არ დასტურდებოდა. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ კ--------ს ქუჩა, I-–--------- N---–- 1310 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღრიცხული იყო ე---------ე მ-------ის საკუთრების უფლება, როგორც კანონიერ 331 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასევე 979.00 კვ.მ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით 1994 წლამდე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო განცხადებაზე დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა ე---------------–-----ი. განცხადებას არ ერთვოდა სათანადო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა იდენტიფიცირება აღნიშნულ პიროვნებებს შორის.
4.7. თ---------------–-----მა, როგორც ე---------------–-----ის რწმუნებულმა 09.06.2015წ. N1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2015წ. N8------------07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და N8----------- განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ზეპირ სხდომაზე თ---------------–------ს წარმომადგენელმა გ---------------მ გაზარდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.07.2015წ. N------ გადაწყვეტილებით თ---------------–------ს 09.06.2015წ. N1-------- ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 11.05.2015წ. N8------------07 გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 27.04.2015წ. N8------------03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა 27.04.2015წ. N8----------- სარეგისტრაციო განცხადების განხილვა. იმავე გადაწყვეტილებით N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში თ---------------–-----ს ადმინისტრაციულ საჩივარის განხილვაზე უარი ეთქვა. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.07.2015წ. N8------------08 გადაწყვეტილებით ე---------------–-----ის მოთხოვნაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და 16.07.2015წ. N8------------09 გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა აწ. გარდაცვლილი ე---------------–-----ის მემკვიდრის (მემკვიდრეების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის სათანადო წესით დამოწმებული ასლის და ასევე არასახელმწიფო ენაზე შედგენილი დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი თარგმანის წარდგენა. 06.05.2015წ. თ---------------–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ნასყიდობის) თარგმანი ქალაქ თბილისში, კ------------–--------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2015წ. N8------------11 გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა თ---------------–------ს განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. 21.08.2015წ. თ---------------–-----მა N--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2015წ. N8------------11 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.09.2015წ. N2----- გადაწყვეტილებით თ---------------–------ს 21.08.2015წ. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.9. საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 08 მაისს მომზადებული ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, ე---------ე მ-------ის (კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.10.2001წ. N2/222-01 გადაწყვეტილება) სახელზე არის აღრიცხული ქალაქ თბილისში, კ--------ს ქუჩა I შ--------, N---–- მდებარე 1310 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც 331 კვ.მ ფართობი აღრიცხულია უფლების დამდგენი დოკუმენტით, ხოლო 979 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი აღრიცხულია უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე (სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1942 წელს, სააღრიცხვო ბარათი N0----- აღრიცხულია 1991 წელს, სამკვიდრო მოწმობა, N3-------, 19.12.1958წ., ნოტარიუსი: ა--------–--ე).
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
4.14. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს აქტი არაარა აქტად. მითითებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 29.04.2015წ. N-------- ბრძანების არარა აქტად აღიარება. თ---------------–------ არ უთითებს კონკრეტულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის რომელი პუნქტი არის დარღვეული, თუმცა ახსნა-განმარტებებში ის განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე, ვინაიდან მას არ ჰქონდა არანაირი უფლების დამდგენი დოკუმენტი და გაუგებარია რის საფუძველზე გამოსცა სადავო ბრძანება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას მაშინ ექნება ადგილი, თუ დადგინდება, რომ ამ ადმინისტრაციულ ორგანოს (პირს) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საერთოდ არ ჰქონდა ასეთი აქტის გამოცემის უფლება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს (პირს) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აქვს შესაბამისი აქტის გამოცემის უფლება, მაგრამ ეს აქტი გამოსცა უკანონოდ, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, ისე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა აქტის გამოცემის საფუძველი - უფლების დამდგენი დოკუმენტი, მაშინ ეს გარემოება შეიძლება იყოს აქტის ბათილად ცნობის და არა მისი არარა აქტად აღიარების სამართლებრივი საფუძველი. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა თუ არა შესაბამისი აქტის გამოცემის უფლება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, აქტის არარა აქტად აღიარებისათვის, მნიშვნელობა არა აქვს იმას, აქტი კანონიერია თუ უკანონო, მთავარია დადგინდეს, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. იმავე დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს უფროსის უფლება-მოვალეობების, რომლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სააგენტოს უფროსი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა: ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა; ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა; ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის 24.10.2007წ. N233 დადგენილებით დამტკიცებული ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი“ არეგულირებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრასა და გამიჯვნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული წესის მე-61 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია უფლებადაურეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, რისთვისაც გამოსცემს ბრძანებებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა უფლება გამოეცა 29.04.2015წ. N-------- ბრძანება. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას.
4.15. გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. ე) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება. ვ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაცია და მათ შესახებ მონაცემების აღრიცხვა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. ამდენად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განხორციელების ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქვს, რომელიც რეგისტრაციებს ახორციელებს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით.
4.16. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1--–- პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, კ------------–-------------- მიმდებარედ 2373 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გამოცემული N-------- ბრძანების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება არ იყო დარეგისტრირებული კერძო საკუთრებაში და საჯარო რეესტრის მონაცემებით არც რაიმე უფლება იყო აღრიცხული. საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა განეხორციელებინა სადავო ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან მანამდე მას ჰქონდა მოთხოვნილი აღნიშნულ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ თ---------------–------ს მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იყო ქალაქ თბილისში, კ------------–-------ი N---–- მდებარე უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქალაქ თბილისში, კ------------–-------ი N----ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით და მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
4.17. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ვერ ასაბუთებს და სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერანაირი მტკიცებულება, საიდანაც დადასტურდებოდა, რომ უშუალოდ სადავო უძრავ ქონებაზე მას გააჩნდა საკუთრების ან თუნდაც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ---------------–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგევლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე