1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მათ საკურატორო სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, კოორდინაცია და მათზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წარმოდგენა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ან/და საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მათთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების და დავალებების შესრულება.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებული არიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინაშე.

თავი IV

სამსახურის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები და მათი მართ