1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სფეროში სამსახურის ფუნქციებია:
ა) სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გაანალიზება, საინფორმაციო სისტემების შექმნა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის პერიოდული მიწოდება.
სამსახურის თანამშრომლე