1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებებს, ასევე სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილებებსა და სამსახურის საქმიანობის წესებს.
2. სამსახურის ადმინისტრაციული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0186, მ. ასათიანის ქ. №9; სამსახურის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული საქმიანობას ასევე ახორციელებს შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, 0186, ალ. ყაზბეგის გამზ. 42-42ა; ქ. ქუთაისი, 4608, ი. აბაშიძის გამზ. №22; ქ. ბათუმი, 6010, მაზნიაშვილის ქ. №54, ქ. ზუგდიდი, 2100, კოსტავას ქუჩა №18; ქ. თელავი, 2200, ერეკლე II-ის გამზირი №16.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
4. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სამართლებრივ აქტებზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტებზე, შენობებზე და თანამშრომლების სამუშაო ოთახებშ