1. სამსახური თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოსა და თანამდებობის პირს.
2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) პროფესიონალიზმი;
ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და სხვა სამართლებრივი აქტებით.
სამსახურის სტატუსი და საქმიანობის მიმართულე