2. გენერალური დირექტორი:
ა) წარმართავს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას, ახორციელებს ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს;
ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბიბლიოთეკას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში მოქმედებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით;
გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებასა და საშტატო ნუსხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს და ამტკიცებს სამუშაოთა აღწერილობებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იყენებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო მოსამსახურეების მიმართ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ეროვნული ბიბლიოთეკის ფინანსურ სახსრებსა და მატერიალურ საშუალებებს, წარმართავს ეროვნული ბიბლიოთეკის საფინანსო საქმიანობას და პასუხს აგებს მის შედეგებზე;
თ) პასუხს აგებს ეროვნული ბიბლიოთეკის ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის;
ი) იღებს სათანადო ზომებს ეროვნული ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდების დაცვის, თანამშრომელთა და მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
კ) ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით თავისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს;
მ) ამტკიცებს ეროვნული ბიბლიოთეკის შინაგანაწესს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. გენერალური დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორი. ზემოაღნიშნული სამივე პირის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული პირ