2. ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამის დეპარტამენტს, კოორდინაციას უწევს მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ადგენს წლიურ და პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს; აანალიზებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და საერთო მდგომარეობას;
გ) ასრულებს ამ დებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაო აღწერილობით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს;
დ) ასრულებს გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის დავალებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორი გაწეული საქმიანობისათვის, მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მუშაობისათვის პასუხისმგებელია გენერალური დირექტორის მოადგილისა და გენერალური დირექტორის წინაშ