ა) ეროვნული ბიბლიოთეკის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და საკადრო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა, ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სხვა ორგანიზაციებს/დაწესებულებებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების პროექტების მომზადება, მემორანდუმების რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების, შეღავათებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ე) ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა, მისი უფლებების დაცვა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაკანტურ თანამდებობებზე/პოზიციებზე კონკურსის ორგანიზება, კონკურსის შედეგების ანალიზი და სისტემატიზაცია. ეროვნული ბიბლიოთეკის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების უზრუნველყოფა;
ზ) ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო მოსამსახურეთა კარიერის დაგეგმვა, მართვა და განვითარება. პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და მიზნობრივი სასწავლო პროგრამების შემუშავების უზრუნველყოფა. ამ პროგრამების განხორციელების ორგანიზება, კოორდინირება, კონტროლი და სწავლების შედეგების შეფასება;
თ) ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტის პროექტის მომზადება. საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი;
ი) ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
კ) ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების განსაზღვრა;
ლ) ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
მ) კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, დანიშნულების ადგილზე გაგზავნა ან მიტანის უზრუნველყოფა;
ნ) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ო) ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირება; ეროვნული ბიბლიოთეკის სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოება;
პ) კვარტალური და წლიური ბალანსების, სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენა;
ჟ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა;
რ) ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის ზედამხედველობა, საჭირო სარემონტო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ს) ეროვნული ბიბლიოთეკის კომპიუტერული ქსელისა და ქსელური აპარატურის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნიკით მომსახურება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
ტ) ეროვნული ბიბლიოთეკის კორპუსებში გათბობის, კონდიცირება-ვენტილაციის, ელექტრო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოვლა-მეთვალყურეობა. ეროვნული ბიბლიოთეკის ქონებისა და შენობა-ნაგებობების დაცვა;
უ) ეროვნული ბიბლიოთეკის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ფ) ეროვნული ბიბლიოთეკის შესყიდვების წარმოება – ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება;
ქ) გენერალური დირექტორის ბრძანებათა პროექტების მომზადება, ბრძანებების რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება;
ღ) ეროვნულ ბიბლიოთეკაში შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა;
ყ) ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო დოკუმენტების – სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ამსახველი დოკუმენტაციის – დამუშავება, აღრიცხვა, შენახვა, დაცვა და გამოყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
შ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;
ბ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) დაცვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილება;
დ) კომპიუტერული ქსელების, ტექნიკისა და მომხმარებელთა ასისტირების განყოფილება;
ე) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ვ) კანცელარიის განყოფილება;
ზ) იურიდიული განყოფილება;
თ) შესყიდვების განყოფილებ