2. ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული მომსახურებისთვის მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული, ეროვნული ბიბლიოთეკის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალული