ა) ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, ბიბლიოგრაფიული წყაროებით, ელექტრონული რესურსებით, განყოფილებების სპეციალიზებული ფონდით მკითხველთა მომსახურება და ინფორმაციით უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ყველა ტიპის ბიბლიოთეკის, ასევე სხვა ორგანიზაცია/დაწესებულებების აბონენტთა მომსახურება;
გ) განყოფილებების სპეციალიზებული ფონდების ორგანიზება, მართვა და დაცვა;
დ) ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
ე) სამეცნიერო და სხვა სახის ზეპირი/წერილობითი ცნობების, საძიებლების შედგენა. ბიბლიოგრაფიული აღწერილობების და ბიოგრაფიული ლექსიკონის წარმოება;
ვ) ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებგვერდის განვითარება, სრულყოფა, ორგანიზაციული მხარდაჭერა და მომხმარებელთა დისტანციური მომსახურება;
ზ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საბიბლიოთეკო მომსახურების და ინფორმაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის განყოფილება;
ბ) საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება;
გ) სამკითხველო დარბაზებით მომსახურების განყოფილება;
დ) ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება;
ე) მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება;
ვ) სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილებ