1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – აკადემიის მეთაურისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.
2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან (გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან – მაგისტრატურის საბჭოს წევრი.
3. აკადემიური საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიდან (ბაკალავრიატიდან და მაგისტრატურიდან) აირჩევა/შეირჩევა 2 წარმომადგენელი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.
5. აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრთა შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
7. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, კენჭისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილება