1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, თავდაცვის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ამ წესდებისა და შიდა მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების შესაბამისად.

3. თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ