საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება (შემდგომში – წესდება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს და სტრუქტურას, არეგულირებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებ