1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია:

ა) მაღალკვალიფიციური ოფიცრების მომზადება;

ბ) საერთაშორისო დონეზე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების შეთავაზების უზრუნველყოფა;

გ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა;

დ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;

ე) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;

ვ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ზ) აკადემიაში განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;

თ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) კანონმდებლობით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სხვა მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფა.

2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია:

ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ, უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) ახორციელებს მომზადებისა და გადამზადების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს:

ბ.ა) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;

ბ.ბ) საკანდიდატო პროგრამას;

ბ.გ) რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამას;

ბ.დ) სასერტიფიკატო კურსებს, მათ შორის, ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვების ხელშეწყობის მიზნით, კონტრტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლის კურსს.

გ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას;

დ) ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;

ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით;

ვ) ამყარებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ზ) აკადემიურ და სამეცნიერო თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესის წარმართვის ხელშეწყობას;

თ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს;

ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას;

კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი II

აკადემიის სტრუქტურა და მართ