1. სამინისტრო:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს ამ წესდებას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – აკადემიის მეთაურს;

გ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვისა და მათი განხორციელების ვადებისა და რესურსების შესახებ;

დ) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას მომზადების და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, განხორციელების თაობზე;

ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;

ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ;

ზ) აკადემიის მეთაურის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

თ) უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;

ი) აკადემიის მეთაურის წარდგინებით ამტკიცებს სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის თანამდებობრივ სარგოებს, ასევე მათი დანამატების ოდენობებს და გაცემის წესს;

კ) ამტკიცებს აკადემიის მეთაურის მოადგილე – შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს;

ლ) აკადემიის მეთაურის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებსა და მოცულობას;

მ) აკადემიის მეთაურის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები, გარდა „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხისა, მტკიცდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სამსახური ან/და თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი