1. აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აკადემიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. აკადემიის შემოკლებული სახელწოდებაა „ეთა“.
2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.
3. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
4. აკადემიას აქვს აკადემიის დროშა და ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
5. აკადემიის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: ETA.EDU.GE, ხოლო ელექტრონული ფოსტის – NDA@ETA.EDU.GE.
6. აკადემიის დღე აღინიშნება 20 აგვისტო