1.
თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა, და დამტკიცების წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით.
2.
თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს მხოლოდ გამგებელს.
3.
თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილი უნდა იქნეს არაუგვანეს შესაბამისი წლის 15 ნოემბრისა.
4.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა)
გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის (წლებისათვის) და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;
ბ)
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;
გ)
დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:
გ.ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ ქვეპროგრამებს;
გ.ბ)
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.
დ)
პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების /ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგების შესრულების შეფასების ინდიკატორებს.
5.
ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა)
ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ)
ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული პროგრამისათვის /ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:
ბ.ა)
ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;
ბ.ბ)
არაფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.გ)
ფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.დ)
ვალდებულებების კლება;
გ)
ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;
დ)
ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;
ე)
ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ვ)
სარეზერვო ფონდის მოცულობას;
ზ)
დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;
თ)
პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს /ქვეპროგრამებს , მათ აღწერას და მიზნებს .
6.
ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:
ა)
ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს;
ბ)
მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას.
7.
გამგებლის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გასატანად.
8.
ბიურო განსაზღვრავს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ განკარგულების პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს.
9.
საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 102-ე და 127-ე მუხლებით დადგენილი წესით პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისიები, რომელთაც გადაეცათ პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 86. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 87. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 88. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 89. პროექტის წარდგენა და მისი შემდგომი მსვლელობა
- მუხლი 90. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 91. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
- მუხლი 93. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 94. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 95. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 96. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 97. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 92, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-92/