1. საბრძოლო სროლების დამთავრებისთანავე სწავლების ხელმძღვანელი პოლიგონის/სასროლეთის ხელმძღვანელთან ერთად, სროლაში მონაწილე ქვედანაყოფის ძალებით და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დახმარებით ახდენს აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადსაშიში ნივთიერებების/საგნების მოძებნა-მონიშვნას და შემოსაზღვრას, ხოლო ღამის სროლების შემდეგ აღნიშნული სამუშაოს შესრულება გადაიდება დილამდე.
2. გარემოს დაბინძურების, აგრეთვე გასროლილი მასრების/ჰილზების არადანიშნულებისამებრ გამოყენების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სწავლების ხელმძღვანელი ვალდებულია მსროლელი პირადი შემადგენლობის მონაწილეობით განახორციელოს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ცარიელი მასრების/ჰილზების შეგროვება და საბრძოლო მასალების მიღება-გაცემის პუნქტში ჩაბარება.