1. შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფიდან, რომელსაც უტარდება სწავლება, გამოიყოფა მეთვალთვალეები, რომლებიც  აღჭურვილი არიან ოპტიკური ხელსაწყოებით და იმყოფებიან საკომანდო და  სათვალთვალო კოშკებზე.

2. მეთვალთვალეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ დადგენილი სიგნალები, აკრძალული ზონების ადგილმდებარეობა, სროლის მიმართულებებზე ობიექტებისა და ნაგებობების განლაგება, აღნიშვნები და მაჩვენებლები.

3. მეთვალთვალეები ახორციელებენ მუდმივ თვალთვალს მითითებულ სექტორში და უსაფრთხოების ზომების დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოახსენონ სწავლების ხელმძღვანელს.