2. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პოლიგონი/სასროლეთი, წარდგენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების აღრიცხვის ბარათის საფუძველზე, ორგანიზებას უწევს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გაწმენდას.

3. მონიშნული და შემოსაზღვრული აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების გაუვნებელყოფა, ხორციელდება საინჟინრო ჯგუფის მიერ პოლიგონის/სასროლეთის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

4. საინჟინრო ჯგუფი პასუხისმგებელია პოლიგონის/სასროლეთის გაწმენდის ხარისხსა და უსაფრთხოების ზომების  დაცვაზე.

5. თუ პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გაწმენდისას სრულად ვერ იქნა მოძებნილი, აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებები, პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გაწმენდა ხორციელდება განმეორებით, მის აღმოჩენამდე და სრულ გაუვნებელყოფამდე.

6. იმ შემთხვევაში, როცა აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების გაუვნებელყოფა რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია, მისი ადგილმდებარეობა შემოისაზღვრება და დგება წარწერა „სახიფათოა! აუფეთქებელი ჭურვია. ნუ შეეხებით!“ (იხ.დანართი №2, სურათი №3