ინსტრუქცია).

2. ინსტრუქციას ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი.

3. ინსტრუქციაში მოცემული უნდა იყოს:

ა) პოლიგონი/სასროლეთი სქემა, ხანძარსაშიში ადგილებისა და რაიონების მითითებით;

ბ) სახანძრო უსაფრთხოების ზომები;

გ) ხანძრის ჩაქრობის მიზნით მიზიდული ძალები და საშუალებები;

დ) ხანძრის შეტყობინების სიგნალები.

4. პოლიგონზე/სასროლეთზე ხანძრის თავიდან აცილების მიზნით:

ა) უნდა აიკრძალოს სროლები მგეზავი ტყვიებითა და ჭურვებით მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სროლის მიმართულებაზე არის გამხმარი მცენარეული საფარი და  ტორფიანი გრუნტი;

ბ) დაუშვებელია ასაფეთქებელი სამუშაოები, ასევე საკვამლე მაშხალების ანთება გამხმარ მცენარეულ საფარზე, ასევე სროლა ფუჭი საარტილერიო გასროლებით ადვილადაალებად ნივთიერებებთან ახლოს;

გ) აუცილებელია, სროლის მიმართულება დროულად გაიწმინდოს გამხმარი მცენარეული საფარისა და ადვილადაალებადი საგნებისაგან, საჭიროების შემთხვევაში, გაკეთდეს თხრილების და ხნულების ზოლებ