ა) პოლიგონის/სასროლეთის დასახელება;
ბ) გაუნებელყოფის თარიღი;
გ) აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების სახეობა, რაოდენობა, მდებარეობა და გაუვნებელყოფის ადგილი;
დ) იმ საამფეთქებლო და სხვა საშუალებების დასახელება, რომელიც იქნა გამოყენებული გაუვნებელყოფის დროს;
ე) საინჟინრო ჯგუფის წევრების ხელმოწერა;
ვ) პოლიგონის/სასროლეთის ხელმძღვანელის ხელმოწერა.
2. აქტს ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიცაა პოლიგონი/სასროლეთი.
3. აქტი დგება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება საინჟინრო ჯგუფს, ხოლო მეორე ინახება იმ ქვედანაყოფში, რომელსაც ექვემდებარება პოლიგონი/სასროლეთი.
4. აქტს თან ერთვის 1:25000 მასშტაბის ადგილმდებარეობის რუკის ასლი, რომელზეც ნაჩვენებია გაწმენდის რაიონი და მონიშნულია გაუვნებელყოფილი საბრძოლო მასალების და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების აღმოჩენის ადგილებ