1. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ჩატარების დროისა და პერიოდის შესახებ უნდა ეცნობოს ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ მოსახლეობას ან  მოსახლეობის გაფრთხილების მიზნით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. შესაძლებელია გაფრთხილების ხმოვანი სიგნალის გამოყენებაც.

2. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით, ორგანიზებას უწევს ადგილობრივ მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს, რათა გააცნოს მათ პოლიგონის/სასროლეთის მუშაობის ზოგადი წესები და რეგულაციები.

3. ადგილობრივ მოსახლეობასთან პოლიგონის/სასროლეთის უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ, ჩატარებული ღონისძიებები აისახება აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4).