2. პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დასაცავად გამოიყოფა პოლიგონის/სასროლეთის შტატით განსაზღვრული პირადი შემადგენლობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში პერიმეტრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს იმ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას იღებს სწავლებაში.

3. პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დასაცავად გამოყოფილ პირად შემადგენლობას უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

4. პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დასაცავად გამოყოფილ პირადი შემადგენლობის შეიარაღებაში და აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს:

ა) ავტომატი ან ავტომატური კარაბინი;

ბ) სასიგნალო და კავშირის საშუალებები;

გ) შორს ხედვის საშუალებები;

დ) ღამის ხედვის საშუალებები (საჭიროების შემთხვევაში).

5. პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დასაცავად გარემოცვის საგუშაგოების განლაგება და მათ შორის კავშირი ხორციელდება, პოლიგონის/სასროლეთის პერიმეტრის სქემისა და ინსტრუქციის შესაბამისად.

6. გარემოცვის საგუშაგოები შეიძლება იყოს მოძრავი და უძრავი, მანქანებზე და მანქანების გარეშე. გარემოცვის უძრავი საგუშაგოების ადგილები მოწყობილი უნდა იყოს საგუშაგო სოკოებით, შლაგბაუმებით, კავშირგაბმულობისა და სასიგნალო საშუალებებით.

7. პოლიგონის/სასროლეთის პერიმეტრის დაცვის უზრუნველსაყოფად არაუმეტეს ხუთი საგუშაგოს საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი განწესის ბრძანებით განისაზღვრება პოლიგონის/სასროლეთის გარემოცვის უფროსი –

სერჟანტთა შემადგენლობიდან, ხოლო ხუთზე მეტი საგუშაგოს შემთხვევაში კი სამხედრო მოსამსახურე –

ოფიცერთა შემადგენლობიდან.

8.  პოლიგონის/სასროლეთის გარემოცვის უფროსმა, სწავლების/სროლების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ინსტრუქტაჟი უნდა მიიღოს პოლიგონი/სასროლეთის ხელმძღვანელი პირისაგა