ა) გაუმართავი შეიარაღებიდან;
ბ) საბრძოლო მასალებით, რომელთა გამოყენება აკრძალულია ან არ არის გათვალისწინებული მოცემული შეიარაღების სისტემის სროლის ცხრილებში;
გ) საბრძოლო ჭურვებით სროლა იმ ქვემეხებიდან, რომელთა ლულის მუხრუჭებში ჩაყენებულია ფუჭი გასროლების საწარმოებელი ხელსაწყო;
დ) იარაღის ლულის მიწაში ან წინაღობებში ჩარჭობის შემდეგ;
ე) სროლების სახიფათო მიმართულების საზღვრებს გარეთ;
ვ) მოცემული სროლის მანძილზე, გამოთვლების შედეგად მიღებული იარაღის ლულის ამაღლების მაქსიმალურ და მინიმალურ კუთხეზე;
ზ) გადახურულ თხრილებზე/სანგრებზე და სხვა ნაგებობეზე (კოშკები, ტრიგონომეტრიული პუნქტები და დეკორატიული მაკეტები);
თ) საბრძოლო მანქანებსა და ტანკებზე პირადი შემადგენლობის ყოფნისას;
ი) საბრძოლო მანქანებისა და ტანკების ღია ლუქების პირობებში;
კ) გადახურულ თხრილში მყოფი პირადი შემადგენლობისა ან/და პერიმეტრის გარემოცვის უფროსთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში;
ლ) იმ ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან, რომლებზეც არ არის დაყენებული სახიფათო მანძილისა და მიმართულებების შემზღუდველები;
მ) იმ ნაღმტყორცნებიდან, რომლებსაც ქარხნულად აქვს ორმაგი დატენვისაგან დამცავი მექანიზმი და საბრძოლო სროლების წარმოებისას არ არის დაყენებული ლულაზე;
ნ) ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო სისტემებიდან, თუ პირადი შემადგენლობა მიზანთან იმყოფება 600 მეტრზე ახლოს, ხოლო რეაქტიული არტილერიით სროლისას 1000 მეტრზე ახლოს.
2. ფუჭი საარტილერიო გასროლებით ცეცხლის წარმოება იკრძალება:
ა) საარტილერიო სისტემიდან, როდესაც პირადი შემადგენლობა იმყოფება ქვემეხის წინ 200 მეტრზე ახლოს;
ბ) ლულის მუხრუჭში ფუჭი სროლის მოწყობილობის გარეშე.
3. დაუშვებელია ფუჭი გასროლების გაძლიერება უცხო საგნებით.
4. დაუშვებელია საბრძოლო სროლები დასახლებული პუნქტის და მაღალი ძაბვის ელექტროსადენის ზემოთ, ასევე რკინიგზის, ავტომაგისტრალისა და გრუნტის გზების ზემოთ, თუ საბრძოლო სროლების დროს მოძრაობა არ არის შეწყვეტილი.
5. საბრძოლო სროლებით ტაქტიკური სწავლების ჩასატარებლად, თუ ქვედანაყოფმა უნდა დაიკავოს მიზნების რაიონი, სადაც მიმდინარეობდა საარტილერიო სისტემებიდან ცეცხლის წარმოება, რაიონის დაკავებამდე ქვედანაყოფების მეთაურები ვალდებულნი არიან გააფრთხილონ პირადი შემადგენლობა უსაფრთხოების ზომების დაცვაზ