2. პოლიგონზე/სასროლეთზე ცეცხლის შეწყვეტის საერთო სიგნალი გაიცემა:
ა) პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის განლაგების ადგილიდან სახიფათო მანძილზე ჭურვების (ნაღმების) გასკდომისას;
ბ) სახმელეთო ან საზენიტო არტილერიის სროლის სექტორში დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოჩენისას;
გ) ხანძრის გაჩენისას;
დ) გარემოცვის საგუშაგოებიდან სროლის შეწყვეტის შეტყობინების მიღებისას;
ე) არასაკმარისი ხილვადობის დროს, მსროლელის მიერ მიზანზე ორიენტაციის დაკარგვისას;
ვ) ტანკების და საბრძოლო მანქანების გვერდით მოძრავი ტექნიკისაგან 100 მეტრზე მეტი მანძილით ჩამორჩენისას;
ზ) სამიზნის ხედვის არეში ადამიანების, საბრძოლო ტექნიკის, ავტოტრანსპორტისა და ცხოველების გამოჩენისას.
3. პოლიგონზე/სასროლეთზე ცეცხლის შეწყვეტის საერთო სიგნალზე, სროლის ყველა მონაწილე დაუყოვნებლივ წყვეტს სროლას.
4. შეწყვეტილი სროლა განახლდება სწავლების ხელმძღვანელის ნებართვით, საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ.
5. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლება/სროლები წყდება შეწყვეტის საერთო სიგნალის გაცემისას, რის შემდეგაც ყველა ქვედანაყოფი ვალდებულია განმუხტოს ქვემეხები, ნაღმმტყორცნები, ტანკების, საბრძოლო მანქანების შეიარაღება და ცეცხლსასროლი იარაღი. თუ მათი განმუხტვა შესაძლებელია მხოლოდ გასროლით, ამის შესახებ მსროლელი ქვედანაყოფის მეთაური დაუყოვნებლივ აცნობებს სროლის ხელმძღვანელს, რომელიც ღებულობს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს და ნებას რთავს მსროლელს განმუხტვისათვის განახორციელოს გასროლა სამიზნე ველზ