,,ქვედანაყოფი“), რომლებსაც ექვემდებარება პოლიგონი/სასროლეთი, მუშავდება და ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (მეთაური/უფროსი) მიერ მტკიცდება პოლიგონისა და სასროლეთის 1:10000 ან/და 1:25000 მასშტაბის რუკა.
2. პოლიგონის/ სასროლეთის რუკაზე დატანილი უნდა იყოს:
ა) ქვედანაყოფის, ასევე მათ დაქვემდებარებაში არსებული პოლიგონის/სასროლეთის რაიონები;
ბ) საცეცხლე პოზიციები;
გ) მიზნის რაიონები;
დ) გვერდითი და წინა უსაფრთხოების ზონები და მათი აღნიშვნები;
ე) ცეცხლის გახსნისა და შეწყვეტის ზღუდეები და მათი აღნიშვნები;
ვ) გარეპერიმეტრის გარემოცვის საგუშაგოები და მათთან კავშირის სქემა;
ზ) ტერიტორია, რომელიც საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადსაშიში ნივთიერებებისაგან გასასუფთავებელია;
თ) ობიექტები, რომლებზეც აკრძალულია სროლები;
ი) სროლის სახიფათო მიმართულებები და სამიზნეები;
კ) ყოველი დირექტრისის მაქსიმალური მანძილი, დირექტრისაზე ობიექტებისა და ნაგებობების განლაგება, აღნიშვნები და მაჩვენებლები;
ლ) შლაგბაუმებით გზების გადაკეტვის ადგილები, ხერგილები და თხრილები;
მ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების მიზნისათვის მოხნული მიწის ნაკვეთები;
ნ) ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშნების განლაგების სქემ