1. პოლიგონის/სასროლეთის უსაფრთხოების ზონის საზღვრებზე უნდა განთავსდეს მუდმივი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც ინფორმაციას იძლევა სწავლებაზე არსებული საფრთხის შესახებ და კრძალავს მათ უსაფრთხოების ზონაში შესვლას.
2. საცეცხლე ნიშნები უნდა განთავსდეს ცეცხლის გახსნის ზღუდის მარჯვენა და მარცხენა საზღვრის აღსანიშნავად.
3. რამდენიმე სასროლეთის არსებობის შემთხვევაში სასროლეთები უნდა მოეწყოს ერთმანეთის პარალელურად.
4. ბუნებრივი რელიეფი, როგორიცაა, მთა ან გორაკი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც წინა უსაფრხთოების მიწაყრილი (ტყვიის დამჭერი).