ა) მართვის პუნქტი;
ბ) საკომანდო კოშკი;
გ) საკონტროლო კოშკი;
დ) საბრძოლო მასალის მიღება-გაცემის პუნქტი;
ე) სასწავლო ადგილები;
ვ) სამიზნე ზღუდე/ველი;
ზ) ცეცხლის გახსნის ზღუდე;
თ) ცეცხლის შეწყვეტის ზღუდე;
ი) საწყისი ზღუდე;
კ) ჯავშანტრანსპორტიორის სანგარი;
ლ) ქვეითთა საბრძოლო მანქანის სანგარი;
მ) ტანკის სანგარი;
ნ) საარტილერიო სისტემების სანგარი;
ო) გადახურულო თხრილი, სანგრები და დამცავი ბარიერები პირადი შემადგენლობისთვის;
პ) საცეცხლე პოზიცია;
ჟ) ჯავშანტექნიკის სადგომები.
2. პოლიგონის/სასროლეთის ტერიოტორიაზე უნდა განთავსდეს:
ა) გვერდითი უსაფრთხოების ზონის საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი;
ბ) სროლის ძირითადი მიმართულების აღმნიშვნელი ნიშანი;
გ) ცეცხლის გახსნის ზღუდის აღმნიშვნელი ალამი/ნიშანი;
დ) საწყისი და ცეცხლის შეწყვეტის ზღუდის აღმნიშვნელი ალამი/ნიშანი;
ე) ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობის მარშუტის აღმნიშვნელი ნიშანი/ალამი;
ვ) ქვეითთა საბრძოლო მანქანის მოძრაობის მარშუტის აღმნიშვნელი ნიშანი;
ზ) ტანკის მოძრაობის მარშუტის აღმნიშვნელი ნიშანი;
თ) ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ნიშნები.
3. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების შესაბამისად უნდა განისაზღვროს მეწინავე მეთვალთვალის განლაგების ადგილი.
4. პოლიგონზე/სასროლეთზე უნდა განთავსდეს/მოეწყოს შემდეგი დამხმარე ობიექტები:
ა) სამიზნეები;
ბ) სამიზნეების საწყობი;
გ) საპირფარეშოები;
დ) კავშირგაბმულობის სისტემები;
ე) სასროლეთზე მისასვლელი გზები;
ვ) ავტოსადგომის ტერიტორიები;
ზ) სასმელი წყლის ობიექტი;
თ) სამიზნის ტექნიკური მომსახურების ობიექტი;
ი) სახანძრო რეზერვუარი;
კ) ელექტროენერგიის ჯიხური;
ლ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ობიექტებ