ა) პოლიგონი –
შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სასროლეთს, ტაქტიკურ და საწვრთნელ ველებს;
ბ) სასროლეთი –
ამ წესის დანართი №1-ის ,,სასროლი იარაღის, ყუმბარსატყორცნების, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო შეიარაღების სასროლეთის მოწყობისა და უსაფრთხოების ზონების სქემების ალბომის“ მიხედვით მოწყობილი ტერიტორია, რომელზედაც სწავლებისთვის განსაზღვრული იარაღიდან და საბრძოლო ტექნიკიდან შესაბამის მანძილზე შესაძლებელია საბრძოლო სროლების წარმოება;
გ) ტაქტიკური და საწვრთნელი ველი –
ტერიტორია, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის მოთხოვნებს სწავლების ჩასატარებლად;
დ) დირექტრისა –
სროლის მიმართულება;
ე) სწავლება –
ტაქტიკური, პრაქტიკული, სამთო, საინჟინრო ან/და საჰაერო წვრთნა-ვარჯიში, აგრეთვე საბრძოლო სროლა (საარტილერიო, წვრილკალიბრიანი, სატანკო, ავიაცია, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები), საავტომობილო და საბრძოლო მანქანების (ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი) ტარებ