ა) სროლის მანძილი;

ბ) სასროლი იარაღის სახეობა;

გ) სასროლი იარაღის გაფანტვის მაჩვენებლები (ტყვიების/ყუმბარების გაფანტვის ალბათობა);

დ) ტყვიის/ყუმბარის სახეობა;

ე) ტყვიის/ყუმბარის კალიბრი;

ვ) ტყვიის/ყუმბარის  საწყისი სიჩქარე;

ზ) ტყვიის/ყუმბარის გამტარუნარიანობა;

თ) მსროლელის სასროლი პოზიცია (წოლელა, ჩოქელა, დგომელა);

ი) სროლის სახეობა;

კ) მსროლელის მოძრაობის ალბათობა (ტაქტიკური სროლა);

ლ) რელიეფის ზედაპირის ფორმა.

2.  დადგენილ მანძილზე სროლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის  წინა და გვერდითი უსაფრთხოების მიწაყრილების სიმაღლე გამოითვლება ფორმულით –

H = A + B + C + D. (H –

უსაფრთხოების მიწაყრილის სიმაღლე;  A –

სასროლი იარაღის სამიზნე მოწყობილობის მაქსიმალური ამაღლების პირობებში, დამიზნების ხაზიდან ტყვიის ტრაექტორიის ამაღლების მაჩვენებელი; B  –

უსაფრთხოების კოეფიციენტი –

ორი მეტრი; C –

სასროლ პოზიციაში იარაღის მომარჯვების მაქსიმალური სიმაღლე (წოლელა –

0.5 მ, ჩოქელა –

1.2 მ, დგომელა –

2 მ); D –

ერთეული ან ჯერებით სროლის შემთხვევაში გამოყენებული სასროლი იარაღის ტყვიების გაფანტვის (ნატყვიართა დაჯგუფება) მაჩვენებელი