1. პოლიგონს/სასროლეთს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ინსტრუქცია, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც არის პოლიგონი/სასროლეთი.
2. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების დროს, სწავლების ხელმძღვანელი ვალდებულია ხელმოწერით გაეცნოს პოლიგონის/სასროლეთის უსაფრთხოების ინსტრუქციას.
3. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ხელმძღვანელს ეკისრება პასუხისმგებლობა დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ინსტრუქციის შესრულებაზე.