ა) სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას მიუთითოს და აუხსნას ცეცხლის წარმოების ამკრძალავი ზონების საზღვრები;
ბ) ორგანიზება გაუწიოს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გარე პერიმეტრის დაცვას და გააკონტროლოს მისი შესრულების ხარისხი;
გ) საბრძოლო სროლის ხელმძღვანელ პირებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი და მიუთითოს ტანკების, არტილერიის, საბრძოლო მანქანების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების, ყუმბარსატყორცნებისა და სხვა სახეობის იარაღებისათვის ცეცხლის გახსნისა და შეწყვეტის ზღუდეები, ასევე აჩვენოს გვერდითი ორიენტირები, რომელთა მარჯვენა და მარცხენა მხარეს სროლის წარმოება არ შეიძლება, ადგილები და რაიონები, სადაც ტანკებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას ეკრძალება მოძრაობ