1. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ჩატარების წინ პოლიგონის/სასროლეთის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), ხოლო შტატით ასეთი თანამდებობის არარსებობისას, იმ  ქვედანაყოფის უსაფრთხოების ოფიცერი, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პოლიგონი/სასროლეთი, სახიფათო ზონებიდან ადამიანების, ცხოველებისა და ტრანსპორტის გაყვანის მიზნით, წვრთნებისა და პრაქტიკული მეცადინეობების საერთო ხელმძღვანელთან ერთად ახორციელებს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის დათვალიერებას.

2. პოლიგონზე/სასროლეთზე საბრძოლო სროლების ჩასატარებლად სწავლების ხელმძღვანელის მიერ შეირჩევა სროლის მანძილი, სიღრმისა და გვერდითი უსაფრთხოების ზონების უზრუნველმყოფელი უბნები და მიმართულებები, რომლებიც აღინიშნება ადგილმდებარეობაზე მკვეთრად ხედვადი ორიენტირებითა და მაჩვენებლებით, რათა არ განხორციელდეს აღნიშნული ზონების საზღვრებს გარეთ ცეცხლის წარმოება.