1. პოლიგონს/სასროლეთს უნდა ჰქონდეს ყოველი თვის/კვარტალის გეგმა-გრაფიკი, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი.

2. ყოველი თვის/კვარტალის გეგმა -გრაფიკში მოცემული უნდა იყოს:

ა) სწავლების დასახელება და ჩატარების განრიგი;

ბ) იმ ქვედანაყოფების დასახელება, რომლებსაც უტარდებათ სწავლება.

3. პოლიგონსზე/სასროლეთზე სწავლება ტარდება ყოველი თვის/კვარტალის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, გარდა არაგეგმური/სწავლებისა.