ა) განახორციელოს ქვედანაყოფის საბრძოლო წყობა, უზრუნველყოს ცეცხლის საწარმოებელ მიზნებსა და უბნებს შორის ტოპოგეოდეზიური მისადაგების სიზუსტის კონტროლი;

ბ) განსაზღვროს რაიონები, სადაც აკრძალულია ცეცხლის წარმოება, აღნიშნოს მიზნებიდან ქვედანაყოფის უსაფრთხო დაშორების ზღუდეები, ცეცხლის საწარმოებლად დაგეგმილი უბნები, ასევე თითოეული საცეცხლე პოზიციისათვის უსაფრთხოების დიაგრამები;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია დაიტანოს საკონტროლო პლანშეტზე და გადასცეს სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებს;

დ)  საკონტროლო ჯგუფების დახმარებით შეამოწმოს უსაფრთხოების დიაგრამისა და უსაფრთხოების გრაფიკის არსებობა და მათ შესაბამისად შეიარაღებაზე შემზღუდველების არსებობა.

2. პოლიგონზე/სასროლეთზე, რომელთა სროლის მაქსიმალური მანძილი სიღრმეში, ვერ უზრუნველყოფს სროლის უსაფრთხოებას, სროლები უნდა ჩატარდეს შემცირებული მუხტებიანი გასროლებით, ამასთან უნდა შეიზღუდოს იარაღის ლულის მობრუნებისა და ამაღლების კუთხეები.

3. საარტილერიო სისტემებიდან სროლისას, ღიად განლაგებული პირადი შემადგენლობა, სატრანსპორტო და გამწევი საშუალებები უნდა განლაგდეს საარტილერიო სისტემების ფლანგებსა და უკანა მხარეს არანაკლებ 200 მეტრის დაშორებით, ხოლო ჭურვების, ნაღმების ფრენის საშუალო ტრაექტორია არ უნდა გადიოდეს მართვის პუნქტების თავზ