ა) სწავლების, მომზადებისა და ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების ორგანიზება და შესაბამისი უზრუნველყოფა;
ბ) სამხედრო მოსამსახურეებით პოლიგონის/სასროლეთის გარეპერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ტერიტორიაზე აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისა და სხვა ფეთქებადსაშიში საგნებისა და ნივთიერებების დაკვირვებისა და აღრიცხვის ორგანიზება;
დ) ფეთქებადსაშიში საგნებისა და ნივთიერებებისაგან ტერიტორიის გაწმენდა;
ე) პირადი შემადგენლობის ელექტროსადენით დაზიანებისაგან დაცვა და უსაფრთხოების ზომების გატარება;
ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
თ) ადგილობრივ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი მუშაობ