ა) რელიეფის შეზღუდვები;
ბ) მსროლელთა რაოდენობა;
გ) მსროლელებს შორის აუცილებელი ინტერვალი, რომელიც განისაზღვრება სასროლი იარაღიდან გასროლილი მასრის გამოვარდნის შემდეგ მიწაზე დაცემამდე ფრენის მანძილისა და მიმართულებიდან გამომდინარე რისკების მიხედვით.
2. გვერდითი უსაფრთხოების მიწაყრილებს შორის მინიმალური მანძილი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით –
H = (A x B) + (2xC). (H –
სასროლეთის სიგანე გვერდითი უსაფრთხოების მარცხენა მიწაყრილის ფუძის შუა წერტილიდან მარჯვენა მიწაყრილის ფუძის შუა წერტილამდე; A –
მსროლელთა რაოდენობა; B –
მსროლელებს შორის ინტერვალი; C –
მარჯვენა და მარცხენა გვერდითი უსაფრთხოების მიწაყრილიდან მანძილი უახლოეს მსროლელამდე, რომელიც მსორლელთა შორის განსაზღვრული ინტერვალის ნახევრის ტოლია