2. პოლიგონზე/სასროლეთზე საცეცხლე ზღუდეები, მისასვლელი გზები და სამიზნეები უნდა მდებარეობდეს დატბორვის დონეზე ზემოთ.
3. პოლიგონზე/სასროლეთზე სამიზნეები განლაგებული უნდა იყოს ისე, რომ მსროლელს შეეძლოს მისთვის განკუთვნილი სამიზნის მკაფიოდ აღქმა.
4. სწავლებაზე სროლის მანძილის შესაბამისად სამიზნეები უნდა განლაგდეს ცეცხლის გახსნის ზღუდის ზემოთ ისე, რომ დახრილობა არ აღემატებოდეს 2%-ს. შესაძლებელია შესაბამისი სწავლებიდან გამომდინარე სამიზნეები განლაგდეს ცეცხლის გახსნის ზღუდის დაბლა.
5. პოლიგონზე/სასროლეთზე შესაძლებელია ცეცხლის გახსნის ზღუდესა და სამიზნეებს შორის მოეწყოს მისასვლელი გზები. დასაშვებია გლუვზედაპირიანი საფეხმავლო გზები.
6. პოლიგონზე/სასროლეთზე ასხლეტის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილების მიზნით, ცეცხლის გახსნის ზღუდესა და სამიზნეებს შორის ზედაპირი უნდა იყოს ნებისმიერი მყარი ნივთის/საგნისაგან გაწმენდილი.
7. სამიზნეებიდან წყლის გადინების მიზნით სასროლეთის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, მყარი ან საფეხურებიანი. საფეხური უნდა უზრუნველყოფდეს წყლის ნიაღვრის გადინებას 1%-დან 2% დახრილობამდე.
8. მანძილი ცეცხლის გახსნის ზღუდიდან სამიზნემდე განისაზღვრება სწავლების შესაბამისად. ცეცხლის გახსნის ზღუდესა და სამიზნეს შორის მანძილის ცდომილება შეიძლება იყოს დასაშვებ მანძილზე ერთი მეტრით მეტ