2. პოლიგონი/სასროლეთი უნდა იყოს შემოღობილი ან უსაფრთხოების თხრილით შემოსაზღვრული.
3. პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის უსაფრთხოების ზონებში შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის და სხვა ობიექტის არსებობის შემთხვევაში, საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით უნდა მოეწყოს წინა, გვერდითი და სასროლეთის უბნებს შორის გამყოფი უსაფრთხოების მიწაყრილები, რომლებიც არ უნდა გრძელდებოდეს გზის სავალ ნაწილამდე.
4. პოლიგონი/სასროლეთი უნდა მოეწყოს ისე, რომ, შესაძლებელი იყოს მასზე სწავლების ჩატარება როგორც დღისით, ღამით, ასევე შეზღუდული ხილვადობის პირობებში.
5. პოლიგონზე/სასროლეთზე გამოყოფილი უნდა იყოს უბნები შესაბამისი სწავლებისთვის.
6. პოლიგონის/სასროლეთის საზღვრებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი ბარიერები (მდინარე, ხევი, მთა და ა.შ