2. უსაფრთხოების ზონის მოცულობა და ფორმა განისაზღვრება იარაღის, საბრძოლო ტექნიკის სისტემისა  და საბრძოლო მასალის, სწავლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების, გეოგრაფიული  ადგილმდებარეობის და გარემო პირობების მახასიათებლების შესაბამისად.

3. უსაფრთხოების ზონები უნდა მოიცავდეს საბრძოლო მასალის ფრენის სივრცეს და ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების ნამსხვრევების გაფანტვის რადიუსს.

4. პოლიგონს/სასროლეთს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სივრცე, რომელიც დამოკიდებულია სროლის მანძილსა და საცეცხლე პოზიციების რაოდენობაზე.

5. პოლიგონი/სასროლეთი უნდა მოეწყოს ისე, რომ სწავლების  მიმდინარეობისას არ დაზიანდნენ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირები, შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი და სხვა ობიექტი, აგრეთვე მაქსიმალურად იქნეს თავიდან არიდებული სროლებიდან გამომდინარე ასხლეტვებ