2. პოლიგონზე/სასროლეთზე, წოლელა ან ჩოქელა მდგომარეობაში მსროლელის პოზიცია დაფარული უნდა იყოს ასფალტის ზედაპირით, ბეტონის ან რბილი საფარით. შესაძლებელია ზედაპირი დაფარული იყოს სათანადო ფარდაგებით (პარალონი).
3. ავტომატით (5,45მმ, 7,62 მმ) ან/და კარაბინით (5,56მმ) სასწავლო სავარჯიშოების ჩატარებისას მსროლელთა შორის მანძილი განისაზღვროს არანაკლებ 5 (ხუთი) მეტრით.
4. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებისათვის მსროლელებს შორის ინტერვალი არის საშუალოდ 2 (ორი) მეტრი ამასთან, შესაძლებელია სროლის სავარჯიშოს ან/და წინასაოპერაციო რეპეტიციების დროს მსროლელთა შორის ინტერვალი განისაზღვროს მეთაურის/უფროსის მიერ, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებისათვის ახლო მანძილზე და ტაქტიკური სროლის სავარჯიშოს შესრულებისას შესაძლებელია მსროლელები ერთმანეთთან უშუალო შეხებაში იყვნე