2. პოლიგონზე/სასროლეთზე იკრძალება:
ა) აღმოჩენილ აუფეთქებელ საბრძოლო მასალებზე, ამფეთქებლებზე, მუხტებზე, იმიტაციურ საშუალებებზე, სხვა ფეთქებადსაშიშ და ადვილად აალებად საგნებზე/ნივთიერებებზე შეხება;
ბ) ქვემეხიდან გასროლა სროლის ხელმძღვანელის მიერ კომანდის „ცეცხლი!“ გაცემამდე;
გ) იარაღის მიმართვა ცოცხალი ძალისკენ, იმის მიუხედავად იარაღი განმუხტულია თუ არა;
დ) მეთაურის კომანდის გარეშე, იარაღის დატოვება ან სხვა პირზე გადაცემა;
ე) მეთაურის კომანდის საფუძველზე, მიმაგრებული იარაღის სხვა პირზე გადაცემა განმუხტვის პროცესის განხორციელების გარეშე;
ვ) პირადი შემადგენლობის, საბრძოლო, ასაფეთქებელი და ადვილად აალებადი მასალების განლაგება/განთავსება დაზგის ან ხელის ყუმბარსატყორცნების სროლის ღერძის უკან 90˚-იანი სექტორის შიგნით და 30 მეტრზე ახლოს;
ზ) ცეცხლსასროლი იარაღით რაიმე საგნებზე ან გრუნტზე მიყრდნობა;
თ) 32 მ²-ზე ნაკლები ფართობის მქონე დახურული შენობიდან ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით ცეცხლის წარმოება, აგრეთვე როდესაც ყუმბარსატყორცნის უკან 2 მეტრზე ახლოს არის კედელი ან რაიმე წინაღობა;
ი) გარეგანი დაზიანების მქონე საბრძოლო მასალების გამოყენება;
კ) წვიმისა და თოვის დროს ჭურვის (გასროლის) ამფეთქის თავზე დამცავი ჩაჩის მოხსნა;
ლ) მარცხენა მხრიდან ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარსატყორცნით სროლა;
მ) მარცხენა მხრიდან ან/და ყურის დამცავი საშუალებების გარეშე დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ყომბარსატყორცნით სროლა;
ნ) სასროლ იარაღზე დაყებული, ისეთი ტიპის უხმაურო სროლის ხელსაწყოს გამოყენების შემთხვევაში, რომელსაც ესაჭიროება შემცირებული მუხტის მქონე სპეციალური ვაზნები, ჩვეულებრივი საბრძოლო ტყვიებით სროლა;
ო) საბრძოლო მასალებთან მუშაობისას არასაშტატო განათების გამოყენება;
პ) საცეცხლე პოზიციაზე დარჩენილი დენთის გროვის დაწვა;
ჟ) „საწყის პოზიციაზე!“ - კომანდის გაცემა, თუ პირადი შემადგენლობა იმყოფება ტანკების და საბრძოლო მანქანების კორპუსებზ