1. ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობის და მისი შემდგომი გამოყენების ვარგისიანობის დადგენა, გაუმართავი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შეკეთება ხორციელდება სარდლობის სტრუქტურულ ერთეულში.

2. იკრძალება იარაღის, ისეთი სახის რემონტი, გადაკეთება და გადაწყობა, რომელიც არღვევს იარაღის დეტალების კონსტრუქციას  და განიხილება, როგორც იარაღის მწყობრიდან გამოყვანა.