1. ტვირთი/საფოსტო გზავნილი, საჰაერო ხომალდის მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/საფოსტო გზავნილი  საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვამდე ექვემდებარება შემოწმებას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.

2.  ტვირთს, საფოსტო გზავნილს, საკურიერო და დაჩქარებულ საფოსტო გზავნილებს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ამოწმებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საავიაციო სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების სამსახური.

3. ტვირთი/საფოსტო გზავნილი უნდა შემოწმდეს:

ა) იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული ტვირთის/საფოსტო გზავნილი სახეობის გათვალისწინებით;

ბ) შესაბამისი სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და შესაბამისი დადგენილი მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის/საფოსტო გზავნილის ეფექტურ შემოწმებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების ოპერატორი ტვირთის/საფოსტო გზავნილის სხვადასხვა მეთოდებით შემოწმების შედეგად ვერ რწმუნდება, რომ ტვირთი/საფოსტო გზავნილი არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ასეთი სახის ტვირთი/საფოსტო გზავნილი არ გადაიზიდება საჰაერო ხომალდით.

5. ტვირთის/საფოსტო გზავნილის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

6. ავიაგადამზიდველმა არ უნდა მიიღოს საჰაერო ხომალდზე გადასაზიდად ტვირთი/საფოსტო გზავნილი, თუ არ დასტურდება, რომ მის მიმართ სატვირთო ტერმინალის მიერ გატარებულია საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომები.

7.  სატვირთო ტერმინალმა უნდა უზრუნველყოს შემოწმებულ ტვირთზე/საფოსტო გზავნილზე ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის უშიშროების დეკლარაციის წარმოება, რომელიც ადასტურებს უშიშროების ზომების დაცულობას მთელი ტრანსპორტირების მანძილზე და განსაზღვრავს ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობას. უშიშროების დეკლარაცია დგება იმ პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ტვირთის/ფოსტის უშიშროების ზომების გატარებაზე. მასზე წვდომა მთელი ტრანსპორტირების მანძილზე აქვს ტრანსპორტირების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს. უშიშროების დეკლარაციის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო ნორმატიული აქტით.

8. მაღალი რისკის ტვირთი/საფოსტო გზავნილი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას. მაღალი რისკის ტვირთის/ფოსტის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

9. თუ ტრანზიტული ტვირთი/საფოსტო გზავნილი რჩება საჰაერო ხომალდზე და დაცულია არასანქცირებული წვდომისგან, თავისუფლდება შემოწმების პროცედურისგან.

10. ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი უნდა შემოწმდეს ტვირთის/საფოსტო გზავნილის შემოწმებისათვის გათვალისწინებული   მოთხოვნების სრული დაცვით საჰაერო ხომალდზე დატვირთვამდე.

11. ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი თავისუფლდება შემოწმების პროცედურისგან თუ მას  თან ახლავს უშიშროების დეკლარაცია და   მინიჭებული აქვს უშიშროების სტატუსი,   არ  გააჩნია არასანქცირებული წვდომის ნიშნები და მის გადაზიდვას ახორციელებს ის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომლის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა შეთანხმებულია სააგენტოსთან. პროგრამა უნდა მოიცავდეს ტვირთის/საფოსტო გზავნილის უშიშროების უზრუნველყოფის ზომების დეტალურ აღწერას.

12. თუ სააგენტო ფლობს ინფორმაციას, რომ შემოწმებისგან გათავისუფლებული ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი არის საფრთხის შემცველი ან/და არსებობს საფუძვლიანი  ეჭვი, რომ მის მიმართ გატარებული საავიაციო უშიშროების ზომები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ან/და მას აღენიშნება არასანქცირებული წვდომის/არადამახასიათებელი ნიშნები, იგი უნდა შემოწმდეს მაღალი რისკის ტვირთის/საფოსტო გზავნილის მიმართ წაყენებული შემოწმების მოთხოვნების დაცვით.

13.  ტვირთი/საფოსტო გზავნილი, საჰაერო ხომალდის მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/საფოსტო გზავნილი  უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან,  მისი შემოწმების მომენტიდან, საჰაერო ხომალდის გაფრენამდე.

14. ტვირთი/საფოსტო გზავნილი, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, საბორტო/აეროპორტის მარაგი, ავიაგადამზიდველის მასალა/საფოსტო გზავნილი, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.

15. სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნების მქონე დიპლომატიური ვალიზები (დიპლომატიური ფოსტა) არ მოწმდება, თუ ისინი დალუქულია და პირი, რომელსაც ეს ვალიზები გადააქვს, წარადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამ ვალიზების გადატანის უფლების დამადასტურებელ შესაბამის საბუთს. დიპლომატიური ფოსტის გახსნა ან შეყოვნება დაუშვებელია.

16. დიპლომატიური კურიერები და მათი პირადი ბარგი არ თავისუფლდება საავიაციო უშიშროების შემოწმებისგან და უნდა გაიარონ შემოწმება სხვა მგზავრების ანალოგიურად.

17. საჰაერო ხომადლის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/საფოსტო გზავნილის შემოწმებას უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახური ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ავიასაწარმოს ან აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური    ხელშეკრულების საფუძველზე.

18.  აეროპორტის მარაგის შემოწმებას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ან ცნობილი მიმწოდებლის საავიაციო უშიშროების სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე.

19. საჰაერო ხომალდის მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/საფოსტო გზავნილის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

20. საბარგო ნაკვეთურებით გადასაზიდი ავიაგადამზიდველის მასალები და საფოსტო გზავნილი მოწმდება ტვირთისა და საფოსტო გზავნილის ანალოგიურად.

21.  საჰაერო ხომალდის სალონით გადასაზიდი ავიაგადამზიდველის მასალები და საფოსტო გზავნილი მოწმდება ხელბარგის ანალოგიურად.

22. ავიაგადამზიდველის მასალები და საფოსტო გზავნილი დაცული უნდა იყოს არასანქცირებული წვდომისგან შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდის გაფრენამდე.

23. ავიაგადამზიდველის მასალები და საფოსტო გზავნილი, რომელიც არ ტოვებს აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, საჰაერო ხომალდის სათადარიგო ნაწილები, რომელიც გადაიზიდება ავიაგადამზიდველის მასალების სახით და მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით, თავისუფლდება შემოწმებისაგან.

24. კონტროლის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ასახული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, აეროდრომის ექსპლუატანტის და სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამებშ