1. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა უნდა შეიცავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებისა და საშუალებების სახეობების, რაოდენობის და ადგილმდებარეობის  აღწერილობას.

2. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების, საშუალებების და სატესტო ობიექტების  შესყიდვა ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებით. ასეთ მოწყობილობებსა და საშუალებებს განეკუთვნება:

ა) პირებისა და ხელბარგის შესამოწმებელი  მოწყობილობები და საშუალებები;

ბ) ბარგის შესამოწმებელი  მოწყობილობები და საშუალებები;

გ) ტვირთის/ფოსტის, საჰარო ხომალდის მარაგის, ავიაგადამზიდველის მასალის/ფოსტის შესამოწმებელი მოწყობილობები და საშუალებები;

დ) ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემები;

ე) საჰაერო ხომალდის დაცვის მოწყობილობები და საშუალებები;

ვ) აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების პერიმეტრის დაცვის მოწყობილობები და საშუალებები;

ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების შესამოწმებელი სატესტო ობიექტი;

თ) სხვა მოწყობილობები და საშუალებებ