1. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის თეორიული მომზადება, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებებს (ობიექტების დაცვას, საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებებს, საჰაერო ხომალდის შემოწმებას, პატრულირებას, დაკვირვების საშუალებების ოპერირებას (მათ შორის ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის); ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის კონტროლს) მოიცავს პირველადი თეორიული სწავლების, სულ მცირე, 40 საათს და ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) ობიექტების დაცვის, საჰაერო ხომალდის შემოწმების, საჰაერო ხომალდის დაცვის, პატრულირების, ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტროლის მოთხოვნებს და მიზანს;
ბ) დაშვების კონტროლის სისტემებს;
გ) საკონტროლო გამშვები პუნქტების აღჭურვილობას;
დ) სასაშვო სისტემას;
ე) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვების იდენტიფიკაციას;
ვ) პატრულირების მიზანს;
ზ) პატრულირების ღონისძიებებს;
თ) არასანქცირებული წვდომის/დაშვების გამოვლენისას განსახორციელებელ პროცედურებს;
ი) საჰაერო ხომალდის შემოწმების მიზანს;
კ) შესამოწმებელი საჰაერო ხომალდ(ებ)ის კონფიგურაციას;
ლ) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების შენიღბვის ხერხებს და მეთოდებს;
მ) საჰაერო ხომალდების შემოწმების ტექნოლოგიას;
ნ) შენიღბული გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენას;
ო) საჰაერო ხომალდების დაცვის მიზანს;
პ) საჰაერო ხომალდის დაცვის მეთოდებს, არასანქცირებული წვდომის აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებებს;
ჟ) საჰაერო ხომალდის დალუქვის პროცედურებს;
რ) შემოწმებული ტვირთის, ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მარაგის დაცვას (მათ შორის, ტრანსპორტირების დროს), მათთან არასანქცირებული წვდომის აღკვეთას და შემდგომ მოქმედებებს;
ს) დაკვირვების სისტემების (მათ შორის, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემების) ოპერირებას;
ტ) არაკონტროლირებადი ზონის უშიშროების ზომებს, მათ შორის:
ტ.ა) აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლების ურთიერთქმედებას და ურთიერთკოორდინაციას აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონის დაცვის უზრუნველსაყოფად;
ტ.ბ) არაკონტროლირებადი ზონების პატრულირებას და დაკვირვებას როგორც დაკვირვების ფარული, ისე ღია მეთოდების გამოყენებით;
ტ.გ) არაკონტროლირებად ზონის იმ სივრცეებზე დაკვირვებას, რომელიც არ ხვდება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის არეალში და სადაც შეუმჩნევლად შეიძლება მოხდეს ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება;
ტ.დ) აეროდრომის ექსპლუატანტის პატრულირების საკონტროლი ბარათს – შესამოწმებელი სივრცეების შესამოწმებლად;
ტ.ე) აეროდრომის არაკონტროლირებად ზონაში მგზავრთნაკადის კონტროლს და მის დანიშნულებას;
ტ.ვ) მოქმედებებს საეჭვო ქმედების, პირების, საგნებისა და მიტოვებული ბარგის აღმოჩენის შემთხვევაში.
2. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი და/ან ზეპირი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, სერტიფიკატის გამცემმა უნდა უზრუნველყოს სერტიფიკატის გაცემა 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდოდ გამოყენებული კითხვების 75%-ს. ტესტირების შედეგები ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
4. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პირების პირველადი თეორიული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ ავიასაწარმო ვალდებულია მათ გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამა და ამ პროგრამით გათვალისწინებული მათი უფლებები და ვალდებულებები.
5. ავიასაწარმო უზრუნველყოფს, სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი იმ პერსონალის, რომელმაც გაიარა პირველადი თეორიული კურსი, სამუშაო ადგილზე პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას, რომლის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 8 საათს.
6. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
7. დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალის პერიოდული მომზადება ხორციელდება 24 თვეში ერთხელ და მოიცავს სწავლების, სულ მცირე, 24 საათს.
8. პერიოდული მომზადების წარმატებით გავლა დასტურდება ზეპირი ან წერითი გამოცდით.
9. დაცვის განმახორციელებელ პირს გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებისას, მხოლოდ ერთხელ, პირველადი მომზადების ფარგლებში, ეძლევა უფლება ინსტრუქტორთან შეთანხმებულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, ჩააბაროს გამოცდა განმეორებით. პირველადი მომზადების ფარგლებში განმეორებით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების ან პერიოდული მომზადების დროს არადამაკმაყოფილებელი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, დაცვის განმახორციელებელი პირის უფლებამოსილება, განახორციელოს დაცვის ღონისძიებები, უქმდება. პერიოდული მომზადების ფარგლებში დაცვის განმახორციელებელ პირს არ ეძლევა განმეორებით გამოცდის ჩაბარების საშუალება.
10. 6 თვით ან მეტი პერიოდით სამუშაო წყვეტის შემთხვევაში, დაცვის განმახორციელებელი პირი ექვემდებარება მომზადებას, პირველადი მომზადების ანალოგიურა