1. შემოწმების ოპერატორების პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე ხორციელდება იმ დასახელებისა და მოდელის ტექნიკურ მოწყობილობაზე, რომელზეც უნდა განახორციელოს სამუშაო სამომავლოდ შემოწმების ოპერატორმა.
2. შემოწმების ოპერატორის პრაქტიკულ მეცადინეობას უზრუნველყოფს ავიასაწარმო (საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე).
3. პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე მოიცავს, სულ მცირე, 40 საათს და მოიცავს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებთან და რენტგენურ დანადგართან მუშაობას, ფიზიკური პირების, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების პრაქტიკაში განხორციელებას, მათ შორის, ხელით შემოწმების განხორციელებას, მგზავრთნაკადის რეგულირებას, გაუთვალისწინებელი ვითარების დროს მოქმედებებს, მგზავრთან კომუნიკაციას/ეტიკეტს.
4. პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება ავიასაწარმოს მიერ ამ მიზნით შესაბამისი აქტით (ბრძანებით) დანიშნული, სულ მცირე, 3 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე, მოქმედი შემოწმების ოპერატორ(ებ)ის (მწვრთნელ(ებ)ის) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
5. თუ ავიასაწარმოს არ ჰყავს კვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც განახორციელებს ამ წესით გათვალისწინებული მწვრთნელის ფუნქციას, უფლება აქვს მოიწვიოს ასეთი კადრი ხელშეკრულების საფუძველზე, კანდიდატის პრაქტიკული მეცადინეობისთვის განკუთვნილი პერიოდით ან გააფორმოს ხელშეკრულება სხვა ავიასაწარმოსთან, სადაც განხორციელდება კანდიდატის პრაქტიკული მეცადინეობა ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
6. პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში, შემოწმების ოპერატორს არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება.
7. პრაქტიკული მომზადებისთვის განკუთვნილი საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამა უნდა მოიცავდეს სულ მცირე 1500 სხვადასხვა საფრთხის შემცველი საგნის 6000 გამოსახულებას. მათ შორის საფრთხის შემცველი საგნების შემადგენელი ნაწილების გამოსახულებებს. ყოველი გამოსახულება მოცემული უნდა იყოს მრავალი რაკურსით.
8. თითოეული პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ კეთდება ჩანაწერი მწვრთნელის მიერ, რომელსაც ის ადასტურებს ხელმოწერით.
9. პრაქტიკული მეცადინეობის შემდეგ შემოწმების ოპერატორები გადიან უნარების პრაქტიკულ შემოწმებას, რომლის დროსაც ფასდება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებთან მუშაობის უნარი, რენტგენურ დანადგართან მუშაობის უნარი, მათ შორის რენტგენური დანადგარის მონიტორზე გამოსახული ფერების მნიშვნელობის ცოდნა, ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომების ცოდნა; მგზავრის, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების უნარი, მათ შორის ხელით შემოწმების ტექნიკის ცოდნა, გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელი მოქმედების ცოდნა, მგზავრთან კომუნიკაცია/ეტიკეტი. ფიზიკური მომზადების დონე და ფიზიკური შესაძლებლობა, გამძლეობა, მოტივაცია.
10. 40 საათიანი პრაქტიკული მეცადინეობის დასრულების შემდეგ, ჩანაწერის საფუძველზე, რომელშიც მწვრთნელი ადასტურებს:
ა) კანდიდატი ფლობს შემოწმების ოპერატორის უნარებს და შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს შემოწმების ოპერატორის ფუნქცია, ან
ბ) კანდიდატი არ არის მზად, განხორციელოს დამოუკიდებლად შემოწმების ოპერატორის ფუნქცია.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის შემთხვევაში, კანდიდატს ეძლევა დამატებითი დრო პრაქტიკული მომზადებისათვის (არა უმეტეს 40 საათისა).
12. კანდიდატს/შემოწმების ოპერატორს უარი უნდა ეთქვას შემოწმების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებაზე, თუ დამატებით გამოყოფილი საათების შემდეგ, მწვრთნელი თვლის, რომ კანდიდატი არ არის მზად, განხორციელოს დამოუკიდებლად შემოწმების ოპერატორის საქმიანობა.
13. პრაქტიკული მეცადინეობის შედეგები ინახება კანდიდატის/შემოწმების ოპერატორის პირად საქმეშ