1. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, რომლის ფარგლებში შემოწმების ოპერატორები გადიან მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მომზადების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადება და შეფასება ხორციელდება ამ წესის მე-20 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
2. შემოწმების ოპერატორების პერიოდული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ, სააგენტო შემოწმების ოპერატორის მოქმედ სერტიფიკატში აკეთებს ჩანაწერს სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, პერიოდული მომზადების გავლის შესახებ.
3. ავიასაწარმო ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომზადების პერიოდულობის 6-თვიანი ვადა.
4. შემოწმების ოპერატორების რესერტიფიცირება ხორციელდება 24 თვეში ერთხელ და მოიცავს თეორიულ მომზადებასა და მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
5. რესერტიფიცირების ფარგლებში, პრაქტიკული მეცადინეობა ხორციელდება იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ახალი ტექნიკური მოწყობილობ(ებ)ის, განახლებული პროცედურ(ებ)ის ასათვისებლად.
6. რესერტიფიცირების ფარგლებში, შემოწმების ოპერატორების თეორიული სწავლება მოიცავს, სულ მცირე, 40 საათს.
7. რესერტიფიცირების ფარგლებში, სწავლების რომელიმე ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, შემოწმების ოპერატორს უფლება აქვს განმეორებით (მხოლოდ ერთხელ) ჩააბაროს გამოცდა, ინსტრუქტორის მიერ განსაზღვრულ დროს, მაგრამ პირველი გამოცდიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. განმეორებით უარყოფითად შეფასებისას დამსაქმებელი წერილობით მიმართვას სააგენტოს სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე.
თავი IV
სახიფათო ტვირთე