1. შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო.
2. ავიასაწარმო წერილობით მიმართავს სააგენტოს შემოწმების ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ. წერილს თან უნდა დაერთოს განაცხადება (დანართი №1), შემოწმების ოპერატორის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი და მწვრთნელის მიერ ხელმოწერით დადასტურებული პრაქტიკული მეცადინეობის დამადასტურებელი ჩანაწერის ასლები.
3. სააგენტო უფლებამოსილია, სერტიფიკატის გაცემამდე მოითხოვოს კანდიდატის/შემოწმების ოპერატორის სწავლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, საგამოცდო ტესტი.
4. შემოწმების ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
5. სააგენტო საბუთების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემს შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატს (დანართი N2).
6. პირველადი მომზადების ფარგლებში, სწავლების რომელიმე ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, კანდიდატს აქვს უფლება განმეორებით (მხოლოდ ერთხელ) ჩააბაროს გამოცდა, ინსტრუქტორის მიერ განსაზღვრულ დროს, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა. განმეორებით უარყოფითად შეფასებისას კანდიდატი არ ექვემდებარება სერტიფიცირებას.
7. შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 (ორი) წელი. ვადის ამოწურვის შემდეგ ან 6 თვიანი ან მეტი დროით სამუშაო წყვეტის შემთხვევაში, შემოწმების ოპერატორმა მომზადება უნდა გაიაროს პირველადი მომზადების ანალოგიურად.
8. სააგენტო უფლებამოსილია, შეაჩეროს შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატის მოქმედების ვადა ან გააუქმოს სერტიფიკატი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (კომპეტენცია AVSEC) ან დამსაქმებელი ავიასაწარმოს მოთხოვნის საფუძველზე, თუ გამოვლინდა, რომ სერტიფიკატის მფლობელი არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, არ აღუდგინოს ან აღუდგინოს (გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე) შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადა მხოლოდ ერთხელ, თუ შემოწმების ოპერატორმა დამატებით გაიარა ამ წესით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე და უნარების პრაქტიკული შემოწმება და მიიღო დადებითი შეფასებ